როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / Stringerწვიმა და ქარი
წვიმა და ქარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოში 29 ივნისიდან 1 ივლისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, ამ დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4 ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.
ამასთან მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0