თბილისში დაზგური ფერწერის გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი
საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
გამოფენის სტუმრებს სთავაზობენ გაეცნონ დაზგურ ხელოვნებაში ტრადიციისა და ინოვაციების შესანიშნავ კომბინაციას.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისში დაზგური ფერწერის გამოფენა „INK FUSION – ტრადიციისა და გამოსახულების კვეთაზე” საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმში 5-დან 25 ივლისამდე გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ორგანიზატორები დაინტერესებულ პირებს ეპატიჟებიან „ბეჭდვის დეტალებით სავსე მომნუსხველ სამყაროში, სადაც ტექნიკის ოსტატობა თანამედროვეობასთან და ინოვაციასთან იკვეთება“.
გამოფენა წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების ასპარეზზე ბეჭდვითი მედიუმების მუდმივ მიმზიდველობას. იგი აერთიანებს გრავირების, ლითოგრაფიის, მეცოტინტოს, ქსილოგრაფიის, ხეზე ნაბეჭდი გრავიურების, ლინოგრავიურის შესაძლებლობებს.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების ლეილა გრიგოლიას, ლუკა გუგუშვილის, ნინო ინჯიას, თედო რეხვიაშვილის, ირაკლი ტოკლიკიშვილისა და თორნიკე ჩაფოძის ნამუშევრები. გამოფენის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0