შეხვედრა მწერლებთან: წალენჯიხა ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს

© City Hall of Tsalenjikha Municipalityწალენჯიხა
წალენჯიხა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
გამოწერა
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და წალენჯიხის მერია.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. წალენჯიხაში რიგით მეორე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“, რომელიც საკულტო პოეტის ტერენტი გრანელის ხსოვნას ეძღვნება, 2-3 ივლისს გაიმართება.
წალენჯიხა პოეტის, ესეისტისა და გრაფიკოსის ტერენტი კვირკველიას სამშობლოა, რომელსაც საზოგადოება უფრო ტერენტი გრანელის ფსევდონიმით იცნობს.
ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას ჰპირდებიან: ადგილობრივ მოსახლეობას და სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და შეხვედრებს თანამედროვე ქართველ მწერლებთან. გარდა ამისა, 20-მდე გამომცემლობის მონაწილეობით წიგნის ბაზრობა გაიმართება.
© National Library of Georgiaტერენტი გრანელი
ტერენტი გრანელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2023
ტერენტი გრანელი
ფესტივალის ფარგლებში 3 ივლისს დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკარებთან შეხვედრა და საბიბლიოთეკო რეფორმის განხილვა.
რაც შეეხება ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოს მფლობელს, იგი ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.
ყველა ახალი ამბავი
0