https://sputnik-georgia.com/20230628/------279025225.html
ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დასრულდა
ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დასრულდა
Sputnik საქართველო
ეს არის სრულიად ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანში „ჰუალინგის“ ტერიტორიიდან მახათას აღმართს უკავშირდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა. 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T10:35+0400
2023-06-28T10:35+0400
2023-06-28T17:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118608_0:314:3084:2048_1920x0_80_0_0_2f7467af6ef2485d4405e6b59d19eb24.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ისნის რაიონში მახათას აღმართისა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.კალაძის თქმით, ახალი გზა ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს და ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს.პროექტის ფარგლებში მოეწყო გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები.„დამეთანხმებით ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გზით უკვე სარგებლობთ, რომ გადაადგილება კომფორტულია“, – განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, ახალ გზაზე საგზაო მონიშვნებისა და გამწვანების სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.წყარო - თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/01/249118608_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_18f6d37c793f0dcb37ce56867318c303.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე
ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დასრულდა
10:35 28.06.2023 (განახლებულია: 17:37 28.06.2023) ეს არის სრულიად ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანში „ჰუალინგის“ ტერიტორიიდან მახათას აღმართს უკავშირდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ისნის რაიონში მახათას აღმართისა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ახალი გზა ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს და ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს.
„ეს არის სრულიად ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანში „ჰუალინგის“ ტერიტორიიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც საგრძნობლად განტვირთავს ვაზისუბნის ქუჩებს და ერთიდან მეორე უბანში მოხვედრის დროს შეამცირებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები.
„დამეთანხმებით ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გზით უკვე სარგებლობთ, რომ გადაადგილება კომფორტულია“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ახალ გზაზე საგზაო მონიშვნებისა და გამწვანების სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.