https://sputnik-georgia.com/20230628/-------279031597.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მორწმუნეებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T11:55+0400
2023-06-28T11:55+0400
2023-06-28T18:42+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
რელიგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_133:255:891:682_1920x0_80_0_0_cf6f5b9ae8c7bc89ac36f1b8671b6b9b.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს მთავარი რელიგიური დღესასწაული – ყურბან-ბაირამი მიულოცა.ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ალაჰს შინაურ ცხოველებს სწირავენ. ხორცის დიდი ნაწილი უნდა დაურიგდეს გაჭირვებულებს, ობლებსა და მეზობლებს, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა. ამ დღეს მორწმუნეები გულუხვად არიგებენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.ყურბან-ბაირამის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სათავეს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (იგივე აბრაამი) მიერ მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმინდა წერილებშია აღწერილი: უფალმა წინასწარმეტყველს მისი რწმენის გამოსაცდელად შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის ნაცვლად ცხვრის დაკვლის ნება დართო.ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ამავე დღეს ტარდება „ჰაჯობის რიტუალი", ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს რიტუალი ყველა მუსლიმმა უნდა ჩაატაროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_212:266:766:682_1920x0_80_0_0_2ce55229374cacfb86dbd87679e04ff6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, რელიგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა
11:55 28.06.2023 (განახლებულია: 18:42 28.06.2023) საქართველოს მთავრობის მეთაურმა მორწმუნეებს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს მთავარი რელიგიური დღესასწაული – ყურბან-ბაირამი მიულოცა.
ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ალაჰს შინაურ ცხოველებს სწირავენ. ხორცის დიდი ნაწილი უნდა დაურიგდეს გაჭირვებულებს, ობლებსა და მეზობლებს, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა. ამ დღეს მორწმუნეები გულუხვად არიგებენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.
„ვულოცავ ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დიდ დღესასწაულს, სიკეთის გამარჯვების, ურთიერთპატივისცემის, სიკეთის ზეიმის დღეს. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიების მიმართ პატივისცემით, შემწყნარებლობით, ეს ჩვენი საამაყო ტრადიციაა და ასე იქნება მუდამ. ჩვენ ერთად ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას და გავაგრძელებთ მომავალშიც“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვის წერილში.
ყურბან-ბაირამის აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს. ყურბან-ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და სათავეს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის (იგივე აბრაამი) მიერ მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმინდა წერილებშია აღწერილი: უფალმა წინასწარმეტყველს მისი რწმენის გამოსაცდელად შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის ნაცვლად ცხვრის დაკვლის ნება დართო.
ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ამავე დღეს ტარდება „ჰაჯობის რიტუალი", ანუ მოლოცვა მექაში, სადაც უამრავი მუსლიმი იკრიბება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს რიტუალი ყველა მუსლიმმა უნდა ჩაატაროს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.
მუსლიმები ყურბან-ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.