https://sputnik-georgia.com/20230628/--------279040543.html
უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ უკანონო თევზჭერის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით... 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T14:51+0400
2023-06-28T14:51+0400
2023-06-28T19:46+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/18/249276414_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_19ed49d482ed4d1eaf858c335ba36497.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ უკანონო თევზჭერის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, მამაკაცი უკანონო თევზჭერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე აკრძალული იარაღით – ელექტროშოკური აპარატით ახდენდა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალულ ადგილებზე და აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/18/249276414_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_b7246de1a16a015f3bd225f92bb4b3fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
უკანონო თევზჭერის ფაქტზე გამოვლენილი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
14:51 28.06.2023 (განახლებულია: 19:46 28.06.2023) თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ უკანონო თევზჭერის ფაქტზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მამაკაცი უკანონო თევზჭერას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოეთში, მდინარე საძალისხევზე აკრძალული იარაღით – ელექტროშოკური აპარატით ახდენდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში აკრძალულ ადგილებზე და აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.