https://sputnik-georgia.com/20230628/---------279038421.html
საქართველოში ყველაზე გავრცელებული ბავშვთა დაავადებები - ინფექციონისტის განმარტება
საქართველოში ყველაზე გავრცელებული ბავშვთა დაავადებები - ინფექციონისტის განმარტება
Sputnik საქართველო
ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი მიზეზი შესაბამისი ვაქცინაციის არარსებობაა. 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T14:15+0400
2023-06-28T14:15+0400
2023-07-05T14:01+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268667655_0:194:3130:1955_1920x0_80_0_0_f45c3729b5627f4f22b93f3a7c08be44.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. დღეისათვის საქართველოში ბავშვებს შორის ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებებია ჩუტყვავილა და ალისფერი ცხელება, განაცხადა იმუნიზაციის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელმა, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.მისი თქმით, 2023 წელი საქართველოსთვის სწორედ ამ ორი ინფექციური დაავადების გააქტიურებით გამოირჩევა. 2018 წლის შემდეგ ქვეყანაში მსგავსი მაჩვენებლები არ ყოფილა.ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ფიქსირდება წითელა – 2023 წლის პირველ ოთხ თვეში წითელას მხოლოდ შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იმ დროს, როცა 2019 წელს 2 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.საუბარია ვაქცინაზე, რომელიც მოიცავს სამ კომპონენტს – წითელა, წითურა და ყბაყურა. ჩხაიძის თქმით, თუ ქვეყანა დროულად არ გამოასწორებს ამ სერიოზულ ხარვეზს, მიმდინარე წლის შვიდი შემთხვევა გადაიქცევა ინფექციის აფეთქებად. ქვეყანაში ასეთი პრეცედენტი ოთხი წლის წინ იყო.ინფექციონისტის განმარტებით, თუ ბავშვებმა 5 წლის ასაკში გამოტოვეს აღნიშნული აცრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგვიანებულია ვაქცინაცია. მან მშობლებს მოუწოდა, დაუკავშირდნენ ვაქცინაციის ცენტრებს და აუცილებლად გაუკეთონ შვილებს გამოტოვებული აცრები.რაც შეეხება საქართველოში სხვა ვირუსების გავრცელებას, ჩხაიძის თქმით, ამ დროისათვის ყველაზე გავრცელებული რინოვირუსია. ამას მოჰყვება ადენოვირუსი და კორონავირუსი. მშობლებისთვის ექიმის მთავარი რეკომენდაციაა – ღია სივრცეში ბავშვების ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268667655_257:0:2988:2048_1920x0_80_0_0_7140f94886e2e96e0873f1f7df04dac2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ყველაზე გავრცელებული ბავშვთა დაავადებები - ინფექციონისტის განმარტება
14:15 28.06.2023 (განახლებულია: 14:01 05.07.2023) ინფექციური დაავადებების გავრცელების მთავარი მიზეზი შესაბამისი ვაქცინაციის არარსებობაა.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. დღეისათვის საქართველოში ბავშვებს შორის ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებებია ჩუტყვავილა და ალისფერი ცხელება, განაცხადა იმუნიზაციის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელმა, თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, 2023 წელი საქართველოსთვის სწორედ ამ ორი ინფექციური დაავადების გააქტიურებით გამოირჩევა. 2018 წლის შემდეგ ქვეყანაში მსგავსი მაჩვენებლები არ ყოფილა.
ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ფიქსირდება წითელა – 2023 წლის პირველ ოთხ თვეში წითელას მხოლოდ შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იმ დროს, როცა 2019 წელს 2 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ქვეყანაში გვაქვს ერთი ძალიან სერიოზული საფრთხე – გამოტოვებული აცრები. 5 წლის ბავშვებისთვის, რომლებსაც სრული დაცვის მიზნით უნდა გაეკეთებინათ წითელას საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა, სამწუხაროდ, ჩვენ გამოვტოვეთ. საქართველოში ასეთი 10 ათასი ბავშვია“, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
საუბარია ვაქცინაზე, რომელიც მოიცავს სამ კომპონენტს – წითელა, წითურა და ყბაყურა. ჩხაიძის თქმით, თუ ქვეყანა დროულად არ გამოასწორებს ამ სერიოზულ ხარვეზს, მიმდინარე წლის შვიდი შემთხვევა გადაიქცევა ინფექციის აფეთქებად. ქვეყანაში ასეთი პრეცედენტი ოთხი წლის წინ იყო.
ინფექციონისტის განმარტებით, თუ ბავშვებმა 5 წლის ასაკში გამოტოვეს აღნიშნული აცრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგვიანებულია ვაქცინაცია. მან მშობლებს მოუწოდა, დაუკავშირდნენ ვაქცინაციის ცენტრებს და აუცილებლად გაუკეთონ შვილებს გამოტოვებული აცრები.
რაც შეეხება საქართველოში სხვა ვირუსების გავრცელებას, ჩხაიძის თქმით, ამ დროისათვის ყველაზე გავრცელებული რინოვირუსია. ამას მოჰყვება ადენოვირუსი და კორონავირუსი. მშობლებისთვის ექიმის მთავარი რეკომენდაციაა – ღია სივრცეში ბავშვების ფიზიკური აქტივობის უზრუნველყოფა.