https://sputnik-georgia.com/20230627/tornike-gogriwianis-popularoba-izrdeba-279012000.html
გაუსწრო დი კაპრიოსა და პედრო პასკალს: თორნიკე გოგრიჭიანის პოპულარობა იზრდება
გაუსწრო დი კაპრიოსა და პედრო პასკალს: თორნიკე გოგრიჭიანის პოპულარობა იზრდება
Sputnik საქართველო
ფილმში „ტაილერ რეიკ 2" გოგრიჭიანმა მთავარი ანტაგონისტის - ქართველი განგსტერის სასტიკი ძმის როლი შეასრულა. 27.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-27T17:39+0400
2023-06-27T17:39+0400
2023-06-27T21:57+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276412582_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_576ade5a3c66c8ea1bd794a0a4a4492f.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თეატრისა და კინოს ქართველმა მსახიობმა თორნიკე გოგრიჭიანმა IMDb-ზე „ყველაზე პოპულარული ცნობილების" (Most Popular Celebs) რეიტინგში 70-ე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ისეთ კინოვარსკვლავებს, როგორიც არიან ლეონარდო დი კაპრიო (89-ე ადგილი), პედრო პასკალი (72-ე), ჯეიკ ჯილენჰოლი (72-ე) და რეჟისორი ჯეიმს კემერონი (71-ე). ქართველი მსახიობის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან კრის ჰემსვორტთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ტაილერ რეიკ: გადარჩენის ოპერაცია 2“, რომელიც Netflix-ის სტრიმინგულმა სერვისმა შექმნა. სიუჟეტის მიხედვით, ბანგლადეშში მიღებული დაზიანებებისგან სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი დაქირავებული მებრძოლი ტაილერ რეიკი ბრუნდება და ახალ მისიას იწყებს. მისი ამოცანაა იხსნას ოჯახი ქართველი განგსტერისგან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხეში იხდის სასჯელს. გოგრიჭიანმა მთავარი ანტაგონისტის - ქართველი განგსტერის სასტიკი ძმის როლი შეასრულა. ბოევიკის მიხედვით, ძმებს კაცის კვლა და ბოლომდე ერთად დგომა ბავშვობიდან ასწავლეს. ჰემსვორტთან და გოგრიჭიანთან ერთად ფილმში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ: თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ლევან საგინაშვილი, იგივე „ქართველი ჰალკი", თორნიკე ბზიავა, დათო ბახტაძე და სხვები. ფილმის პრემიერა 16 ივნისს Netflix-ის ონლაინ-კინოთეატრში გაიმართა. სიქველის დამდგმელია „გადარჩენის ოპერაციის" პირველი ნაწილის რეჟისორი სემ ჰარგრეივი. თორნიკე გოგრიჭიანი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის პოპულარული ქართველი მსახიობია. მონაწილეობდა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან". მისი სხვა ცნობილი ნამუშევრებია ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით", ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი", ლევან ბახიას „247 გრადუსი ფარენჰაიტით". 2017 წელს შედგა გოგრიჭიანის დებიუტი რეჟისორის ამპლუაში. მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ანდრო".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276412582_53:0:1190:853_1920x0_80_0_0_fa07bec86c4f4c04f2f9387452311990.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
გაუსწრო დი კაპრიოსა და პედრო პასკალს: თორნიკე გოგრიჭიანის პოპულარობა იზრდება
17:39 27.06.2023 (განახლებულია: 21:57 27.06.2023) ფილმში „ტაილერ რეიკ 2" გოგრიჭიანმა მთავარი ანტაგონისტის - ქართველი განგსტერის სასტიკი ძმის როლი შეასრულა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თეატრისა და კინოს ქართველმა მსახიობმა თორნიკე გოგრიჭიანმა IMDb-ზე „ყველაზე პოპულარული ცნობილების" (Most Popular Celebs)
რეიტინგში 70-ე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ისეთ კინოვარსკვლავებს, როგორიც არიან ლეონარდო დი კაპრიო (89-ე ადგილი), პედრო პასკალი (72-ე), ჯეიკ ჯილენჰოლი (72-ე) და რეჟისორი ჯეიმს კემერონი (71-ე).
ქართველი მსახიობის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან კრის ჰემსვორტთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ტაილერ რეიკ: გადარჩენის ოპერაცია 2“, რომელიც Netflix-ის სტრიმინგულმა სერვისმა შექმნა.
სიუჟეტის მიხედვით, ბანგლადეშში მიღებული დაზიანებებისგან სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი დაქირავებული მებრძოლი ტაილერ რეიკი ბრუნდება და ახალ მისიას იწყებს. მისი ამოცანაა იხსნას ოჯახი ქართველი განგსტერისგან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხეში იხდის სასჯელს.
გოგრიჭიანმა მთავარი ანტაგონისტის - ქართველი განგსტერის სასტიკი ძმის როლი შეასრულა. ბოევიკის მიხედვით, ძმებს კაცის კვლა და ბოლომდე ერთად დგომა ბავშვობიდან ასწავლეს.
ჰემსვორტთან და გოგრიჭიანთან ერთად ფილმში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ: თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ლევან საგინაშვილი, იგივე „ქართველი ჰალკი", თორნიკე ბზიავა, დათო ბახტაძე და სხვები.
ფილმის პრემიერა 16 ივნისს Netflix-ის ონლაინ-კინოთეატრში გაიმართა. სიქველის დამდგმელია „გადარჩენის ოპერაციის" პირველი ნაწილის რეჟისორი სემ ჰარგრეივი.
თორნიკე გოგრიჭიანი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის პოპულარული ქართველი მსახიობია. მონაწილეობდა სერიალში „გოგონა გარეუბნიდან". მისი სხვა ცნობილი ნამუშევრებია ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით", ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი", ლევან ბახიას „247 გრადუსი ფარენჰაიტით". 2017 წელს შედგა გოგრიჭიანის დებიუტი რეჟისორის ამპლუაში. მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ანდრო".