ზაბოლოცკაია: აშშ გაეროში რუსი დიპლომატების გადაბირებას ცდილობს

© photo: Sputnik / Roman Maxmutov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2023
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ცდილობენ გადაიბირონ რუსი დიპლომატები, რომლებიც გაეროს მისიაში მუშაობენ, განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მარია ზაბოლოცკაიამ.

„ჩვენ მიერ მოწოდებული განახლებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად იყენებს ზომათა და შეზღუდვათა კომპლექსს ჩვენი მუდმივი მისიისა და მისი პერსონალის მიმართ, რაც გაეროსთან ჩვენი ურთიერთობის ეფექტურობის შემცირებას და, უფრო მეტიც, რუს დიპლომატებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ისახავს მიზნად“, − განაცხადა მან.

ზაბოლოცკაიას თქმით, მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ადგილობრივი სპეცსამსახურების მცდელობები, დაამყარონ დიპლომატებთან კონტაქტები „ქუჩებსა და აეროპორტებში“.
უფრო მეტიც, მისი თქმით, ამ მიზნით „ფეისბუქზე“, Linkedin-ზე, Telegram-სა დაTwitter-ზე, ასევე საძიებო სისტემებზე (Yahoo-ს ჩათვლით) და ვიდეოჰოსტინგებზე (როგორიცაა YouTube) კონტექსტური რეკლამა გამოიყენება FBI-სთან თანამშრომლობის მოწოდებით.
„საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ ინტერნეტით − მსგავსი შინაარსის სააგიტაციო ბუკლეტებს რეგულარულად აკრავენ მუდმივ წარმომადგენლობასთან, აგრეთვე ჩვენი დიპლომატების მარშრუტებზე სამუშაო ადგილამდე და უკან“, − განმარტა ზაბოლოცკაიამ.
რუსმა დიპლომატმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა ქმედებებში, რაც არღვევს არა მხოლოდ გაეროს ცენტრალური დაწესებულებების შეთანხმებას, არამედ ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის 25-ე მუხლსაც, რომელიც მიმღებ სახელმწიფოს ავალდებულებს, ყველა პირობა შეუქმნას წარმომადგენლობას ფუნქციონირებისთვის.
„დარღვევების სპექტრის მასშტაბის თვალსაზრისით სავსებით აშკარაა, რომ ამერიკული მხარე, პირიქით, მიზანმიმართულად მუშაობს მუდმივი მისიისა და მისი თანამშრომლებისთვის ყველაზე არახელსაყრელი პირობების შესაქმნელად“, − აღნიშნა ზაბოლოცკაიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ 50-მდე რუსი დიპლომატი შეერთებული შტატებისგან ქვეყანაში შესვლის ვიზებს ელოდება, და იმედი გამოთქვა, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დაუყოვნებლივ დაიწყებს არბიტრაჟს შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომელიც გაეროს მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებებს არღვევს.
ყველა ახალი ამბავი
0