https://sputnik-georgia.com/20230627/ratom-ralatoben-mosiyvarule-qmrebi-colebs-5-mizezi-279012494.html
რატომ ღალატობენ მოსიყვარულე ქმრები ცოლებს: მეცნიერებმა ხუთი მიზეზი დაადგინეს
რატომ ღალატობენ მოსიყვარულე ქმრები ცოლებს: მეცნიერებმა ხუთი მიზეზი დაადგინეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცები ცოლებს იმის გამო ღალატობენ, რომ ქორწინებაში ბედნიერები არ არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ... 27.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-27T16:27+0400
2023-06-27T16:27+0400
2023-08-03T17:39+0400
ქალი და მამაკაცი
ფსიქოლოგია
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279012312_0:318:3076:2048_1920x0_80_0_0_5f40bfc33735a5081a21cbb8d29072e4.jpg
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცები ცოლებს იმის გამო ღალატობენ, რომ ქორწინებაში ბედნიერები არ არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, აცხადებენ ამერიკელი და კანადელი ფსიქოლოგები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Archives of Sexual Behavior.გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერთა ჯგუფმა ონლაინ-გაცნობის ერთ-ერთი საიტის მუდმივი მომხმარებლები გამოკითხა, რომლის ძირითადი კონტინგენტი საშუალო ასაკის დაოჯახებული მამაკაცები არიან.გამოკითხვებში, რომელიც სამთვიანი ინტერვალით ორჯერ ჩატარდა, 250-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ფსიქოლოგებმა რესპონდენტები ოჯახური ურთიერთობების, ღალატის მოტივებისა და მისი ქორწინებაზე გავლენის შესახებ გამოკითხეს, ამასთან დაინტერესდნენ, ნანობდნენ თუ არა მოღალატეები თავიანთ საქციელს.სპეციალისტებს აინტერესებდათ, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მამაკაცები ცოლებს იმის გამო ღალატობენ, რომ ქორწინებაში უბედურად გრძნობენ თავს, თუმცა ღალატის შემდეგ სინდისის ქენჯნას განიცდიან.როგორც აღმოჩნდა, ეს მოსაზრება რეალობისგან შორსაა. კვლევის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოტყდა, რომ „გვერდზე გახედვის“ მიზეზი უბრალოდ სექსის სურვილი იყო და არა ის, რომ ცოლები არ უყვარდათ და უბედურად გრძნობდნენ თავს.როგორც კვლევამ აჩვენა, მამაკაცებისთვის ღალატის მნიშვნელოვანი მოტივებია: რაც შეეხება მორალურ მხარეს, კვლევის მონაწილეები, უმეტესწილად, უაღრესად კმაყოფილი იყვნენ თავიანთი ახალი რომანებით და დარწმუნებული იყვნენ, რომ ღალატს მათ ქორწინებაზე არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ამიტომაც ცოლების წინაშე დანაშაულს არ გრძნობდნენ.უფრო მეტიც, მონაწილეთა მცირე ნაწილმა ისიც კი აღიარა, რომ მათმა მეორე ნახევრებმა დროებითი პარტნიორების შესახებ ყველაფერი იცოდნენ.ასე რომ, მეცნიერთა დასკვნით, მანამდელი კვლევებისგან განსხვავებით, ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ მამაკაცის ღალატის მამოძრავებელი ძალა არც უბედური ქორწინებაა და არც მეუღლისადმი გრძნობების განელება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279012312_186:0:2917:2048_1920x0_80_0_0_f157ac0a8c746b0dd78bc85aab920e32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქალი და მამაკაცი, ფსიქოლოგია , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ქალი და მამაკაცი, ფსიქოლოგია , მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცები ცოლებს იმის გამო ღალატობენ, რომ ქორწინებაში ბედნიერები არ არიან, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, აცხადებენ ამერიკელი და კანადელი ფსიქოლოგები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში
Archives of Sexual Behavior.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერთა ჯგუფმა ონლაინ-გაცნობის ერთ-ერთი საიტის მუდმივი მომხმარებლები გამოკითხა, რომლის ძირითადი კონტინგენტი საშუალო ასაკის დაოჯახებული მამაკაცები არიან.
გამოკითხვებში, რომელიც სამთვიანი ინტერვალით ორჯერ ჩატარდა, 250-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ფსიქოლოგებმა რესპონდენტები ოჯახური ურთიერთობების, ღალატის მოტივებისა და მისი ქორწინებაზე გავლენის შესახებ გამოკითხეს, ამასთან დაინტერესდნენ, ნანობდნენ თუ არა მოღალატეები თავიანთ საქციელს.
სპეციალისტებს აინტერესებდათ, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მამაკაცები ცოლებს იმის გამო ღალატობენ, რომ ქორწინებაში უბედურად გრძნობენ თავს, თუმცა ღალატის შემდეგ სინდისის ქენჯნას განიცდიან.
როგორც აღმოჩნდა, ეს მოსაზრება რეალობისგან შორსაა. კვლევის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოტყდა, რომ „გვერდზე გახედვის“ მიზეზი უბრალოდ სექსის სურვილი იყო და არა ის, რომ ცოლები არ უყვარდათ და უბედურად გრძნობდნენ თავს.
როგორც კვლევამ აჩვენა, მამაკაცებისთვის ღალატის მნიშვნელოვანი მოტივებია:
ის, რომ მეუღლესთან ჩატარებული სასიყვარულო აქტით სასურველ სიამოვნებას ვერ იღებენ;
პირადი დამოუკიდებლობის მოთხოვნილება;
სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება;
სექსში სიახლეების სურვილი.
რაც შეეხება მორალურ მხარეს, კვლევის მონაწილეები, უმეტესწილად, უაღრესად კმაყოფილი იყვნენ თავიანთი ახალი რომანებით და დარწმუნებული იყვნენ, რომ ღალატს მათ ქორწინებაზე არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ამიტომაც ცოლების წინაშე დანაშაულს არ გრძნობდნენ.
უფრო მეტიც, მონაწილეთა მცირე ნაწილმა ისიც კი აღიარა, რომ მათმა მეორე ნახევრებმა დროებითი პარტნიორების შესახებ ყველაფერი იცოდნენ.
ასე რომ, მეცნიერთა დასკვნით, მანამდელი კვლევებისგან განსხვავებით, ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ მამაკაცის ღალატის მამოძრავებელი ძალა არც უბედური ქორწინებაა და არც მეუღლისადმი გრძნობების განელება.