https://sputnik-georgia.com/20230627/peskovi-vagneristvis-micemuli-dapirebebi-xorcieldeba-279007094.html
პესკოვი: „ვაგნერისთვის“ მიცემული დაპირებები სრულდება
პესკოვი: „ვაგნერისთვის“ მიცემული დაპირებები სრულდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. შეთანხმებები, რომლებიც ამბოხის მცდელობის დროს მოვლენების ყველაზე უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად გაიცა, სრულდება, განაცხადა... 27.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-27T16:00+0400
2023-06-27T16:00+0400
2023-07-20T15:52+0400
რუსეთი
ევგენი პრიგოჟინი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268623150_0:89:3234:1908_1920x0_80_0_0_31ec8c5878b106ea50241845ed003c17.jpg
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. შეთანხმებები, რომლებიც ამბოხის მცდელობის დროს მოვლენების ყველაზე უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად გაიცა, სრულდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.როგორც მან აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას, ეხება ეს საერთაშორისო თუ საშინაო საქმეებს.როგორც „რია ნოვოსტი“ აღწერს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ შაბათის ღამით დონის როსტოვში სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი აიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები და ბომბები დაუშინეს „ვაგნერის" ბანაკებს. ეს ინფორმაცია უარყვეს როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ისე უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა.პუტინმა ამბოხებულთა მოქმედებას დანაშაულებრივი ავანტიურა, რუსეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმა და ღალატი უწოდა. მოგვიანებით ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, პუტინთან შეთანხმებით, მოლაპარაკებები გამართა პრიგოჟინთან, რის შემდეგაც ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა მისი წინადადება მიიღო და მოსკოვისკენ სვლა შეაჩერა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268623150_301:0:3030:2047_1920x0_80_0_0_a4d8f9a032be838b956282e6af3d88dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ევგენი პრიგოჟინი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ევგენი პრიგოჟინი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 27 ივნისი − Sputnik. შეთანხმებები, რომლებიც ამბოხის მცდელობის დროს მოვლენების ყველაზე უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად გაიცა, სრულდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„საუბარია საკმაოდ სამწუხარო და მეტად ექსტრაორდინარულ მოვლენაზე. <...> პრეზიდენტმა გამოიჩინა ნება, რათა მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით არ განვითარებულიყო. იყო გარკვეული შეთანხმება, რათა ეს ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან აგვეცილებინა და იყო პრეზიდენტის გარკვეული დაპირებები, პრეზიდენტის გარკვეული გარანტიები. შეთანხმებები სრულდება“, − განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
როგორც მან აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას, ეხება ეს საერთაშორისო თუ საშინაო საქმეებს.
„რა თქმა უნდა, ყველას სურს ჰქონდეს იმედი, რომ ყველა მხრიდან მიცემული სიტყვები უდავოდ შესრულდება“, − აღნიშნა პესკოვმა.
როგორც „რია ნოვოსტი“ აღწერს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ შაბათის ღამით დონის როსტოვში სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბი აიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები და ბომბები დაუშინეს „ვაგნერის" ბანაკებს. ეს ინფორმაცია უარყვეს როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ისე უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა.
პუტინმა ამბოხებულთა მოქმედებას დანაშაულებრივი ავანტიურა, რუსეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმა და ღალატი უწოდა. მოგვიანებით ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, პუტინთან შეთანხმებით, მოლაპარაკებები გამართა პრიგოჟინთან, რის შემდეგაც ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა მისი წინადადება მიიღო და მოსკოვისკენ სვლა შეაჩერა.