https://sputnik-georgia.com/20230627/parlamentshi-politikuri-jgufebis-raodenoba-gaizarda-278984965.html
პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა
პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
ახალი პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ყოფილმა წევრებმა შექმნეს. 27.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-27T12:00+0400
2023-06-27T12:00+0400
2023-06-27T16:41+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ ახალი პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება" დაარეგისტრირა.ახალ პოლიტიკურ ჯგუფში შევიდნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი ფრაქციის ყოფილი წევრები ნატო და როსტომ ჩხეიძეები. დღეისათვის პარლამენტში რვა პოლიტიკური ჯგუფი და ორი ფრაქციაა.საქართველოს პარლამენტის წევრებმა როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში „ნაცმოძრაობის" ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების კენჭისყრის გამო ატეხილი აჟიოტაჟი გახდა.პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა
12:00 27.06.2023 (განახლებულია: 16:41 27.06.2023) ახალი პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ყოფილმა წევრებმა შექმნეს.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ ახალი პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება" დაარეგისტრირა.
ახალ პოლიტიკურ ჯგუფში შევიდნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი ფრაქციის ყოფილი წევრები ნატო და როსტომ ჩხეიძეები.
დღეისათვის პარლამენტში რვა პოლიტიკური ჯგუფი და ორი ფრაქციაა.
„ჩვენ ვარეგისტრირებთ პოლიტიკურ ჯგუფს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დასკვნა უკვე წარმოადგინა. პოლიტიკურ ჯგუფში იქნებიან ნატო და როსტომ ჩხაიძეები. ასე რომ, პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობა იზრდება", – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში „ნაცმოძრაობის" ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების კენჭისყრის გამო ატეხილი აჟიოტაჟი გახდა.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.