https://sputnik-georgia.com/20230627/---11---9----279019644.html
დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 11 წლის შვილს 9 წლის თანასოფლელი აცემინა
დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 11 წლის შვილს 9 წლის თანასოფლელი აცემინა
Sputnik საქართველო
კაცმა შვილს ბავშვი აცემინა და ყველაფერი მობილურით გადაიღო. 27.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-27T21:01+0400
2023-06-27T21:01+0400
2023-06-27T22:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277690318_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_9a6f780036fa3bd2329d79dfbf7e8fc6.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთი მოზარდის მამა დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღო.მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცმა სოფლის ცენტრში თავის 11 წლის შვილს 9 წლის თანასოფლელი აცემინა და შემდეგ ეს ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაიღო. მომხდარის შედეგად 9 წლის ბიჭი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277690318_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_23bc2d3964c34938ffaafb31c7b7651e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 11 წლის შვილს 9 წლის თანასოფლელი აცემინა
21:01 27.06.2023 (განახლებულია: 22:52 27.06.2023) კაცმა შვილს ბავშვი აცემინა და ყველაფერი მობილურით გადაიღო.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთი მოზარდის მამა დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღო.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცმა სოფლის ცენტრში თავის 11 წლის შვილს 9 წლის თანასოფლელი აცემინა და შემდეგ ეს ყველაფერი მობილური ტელეფონით გადაიღო. მომხდარის შედეგად 9 წლის ბიჭი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა 37 წლის მამაკაცი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.