https://sputnik-georgia.com/20230627/-------279006688.html
მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
Sputnik საქართველო
პროგრამებში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. 27.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-27T16:39+0400
2023-06-27T16:39+0400
2023-06-27T21:04+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24606/35/246063545_0:151:3105:1898_1920x0_80_0_0_3dfd03b692883860d22687393cebea58.jpg
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის მერიის წლევანდელ ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა 3 ივლისამდე გახანგრძლივდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.პროგრამები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და მისი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობაა.კალაძის თქმით, 2023 წლის საზაფხულო პროგრამებში დაახლოებით 5 ათასამდე ახალგაზრდა ჩაერთვება. ეს ეხება თბილისში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებითუწყების ცნობით, საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და 25 ივნისს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისათვის 4 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.პროგრამებზე, რომლით სარგებლობაც სრულიად უფასო იქნება, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://tbilisi.gov.ge/news/147682023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია:საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24606/35/246063545_187:0:2918:2048_1920x0_80_0_0_d197a82403d95ce76aa8b2fb1f050aad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
16:39 27.06.2023 (განახლებულია: 21:04 27.06.2023) პროგრამებში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის მერიის წლევანდელ ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა 3 ივლისამდე გახანგრძლივდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
პროგრამები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და მისი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობაა.
კალაძის თქმით, 2023 წლის საზაფხულო პროგრამებში დაახლოებით 5 ათასამდე ახალგაზრდა ჩაერთვება. ეს ეხება თბილისში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით, კვებით, ეკიპირებით და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით
„პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.
უწყების ცნობით, საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და 25 ივნისს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისათვის 4 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
პროგრამებზე, რომლით სარგებლობაც სრულიად უფასო იქნება, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე:
https://tbilisi.gov.ge/news/147682023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია:
1.
კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია);
2.
მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში) – ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის.
3.
ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები)
5.
ლაშქრობები „თბილისის გარშემო“ – მოეწყობა ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით.
საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.