ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთ ავტომობილები
სატვირთ ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა იზრდება.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2023 წლის იანვარი–მაისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38,4%-ით გაიზარდა და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 33,8%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საქართველოსა და რუსეთის საგარეო ბრუნვა – 2023 წლის იანვარი–მაისი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

281,3

33,8

იმპორტი

778,6

40,2

სულ

1.059,9

38,4

2023 წლის იანვარი–მაისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 51 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 36 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 25 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 33,9 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 2,9 ათასი ტონა მსუბუქი ავტომობილი და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–მაისი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

69,1

49,9

ფეროშენადნობები

45,4

-42,8

მსუბუქი ავტომობილები

41,4

458,5

მინერალური წყალი

27,6

62,6

წყალი, მათ შორის გაზირებული

25,6

190,2

რუსეთიდან ასევე შემოვიდა 376,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 319,6 ათასი ტონა გაზი, 102,9 ათასი ტონა ქვანახშირი და მისგან წარმოებული მყარი საწვავის სახეობები, 72 ათას ტონაზე მეტი ხორბლის ფქვილი და ა.შ.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წლის იანვარი–მაისი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ნავთობპროდუქტები

263,6

111,8

გაზი

82,8

112,7

მინის ჭურჭელი

22,1

151,2

ხორბლის ფქვილი

21,1

-6,1

ქვანახშირი

17,9

640,5

2022 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 52,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 6,8%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 79,4%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0