მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტოკიომ რუსეთში „მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების დღის“ დაწესება გააპროტესტა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
თბილისი, 26 ივნისი − Sputnik. იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაძუ მაცუნომ დაგმო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 3 სექტემბერი მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა, იტყობინება იაპონური მედია.
მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიიაპონური განწყობები რუსეთში და ანტირუსული განწყობები იაპონიაში.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთი კანონია მიღებული. ჩვენი ქვეყანა მუდმივად აცნობს რუსეთს იაპონიის ხედვასა და პოზიციას გასულ ომთან დაკავშირებით. მიღებული კანონი არა მხოლოდ რუსეთში მისცემს ბიძგს ანტიიაპონურ განწყობებს, არამედ იაპონელ ხალხშიც გააღვივებს ანტირუსულ განწყობებს. ეს ძალიან სამწუხაროა“, − აღნიშნა მაცუნომ.

მისი თქმით, ტოკიომ მოსკოვს დიპლომატიური არხებით გადასცა მოსაზრება იაპონიის ამ პოზიციის შესახებ და მოუწოდა რუსეთს, არ შექმნას არასაჭირო დაპირისპირება ხალხებს შორის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 ივნისს მოაწერა ხელი კანონს, რომელიც 3 სექტემბერს მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღედ ადგენს.
როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ტოკიომ, კოლექტიურ დასავლეთთან კოორდინაციით, უპრეცედენტო არამეგობრული კამპანია წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნული კანონი ერთ-ერთ კონტრზომად განიხილება“.
ყველა ახალი ამბავი
0