https://sputnik-georgia.com/20230626/saqartveloshi-kontrabanduli-oqros-shemotana-scades-278967294.html
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
Sputnik საქართველო
ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 40,8 ათასი ლარი შეადგინა. 26.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-26T17:00+0400
2023-06-26T17:00+0400
2023-06-26T21:43+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24782/27/247822761_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_906cb994f599b4a31baba488ff6ed7c3.jpg
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფსა“ და „სადახლოზე" არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 406,8 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 40,8 ათასი ლარი შეადგინა.უწყების განმარტებით, კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო რუსეთის მოქალაქეს, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა 6,1 ათასი ლარის ოდენობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24782/27/247822761_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_a477806a04bb7f6eb7d847dcc804a46d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
17:00 26.06.2023 (განახლებულია: 21:43 26.06.2023) ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 40,8 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფსა“ და „სადახლოზე" არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 406,8 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
ოქროს ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 40,8 ათასი ლარი შეადგინა.
უწყების განმარტებით, კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო რუსეთის მოქალაქეს, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა 6,1 ათასი ლარის ოდენობით.