https://sputnik-georgia.com/20230626/sapatriarqos-gundis-koncerti-278965593.html
თბილისში საპატრიარქოს გუნდის კონცერტი გაიმართება
თბილისში საპატრიარქოს გუნდის კონცერტი გაიმართება
Sputnik საქართველო
საღამოზე აჟღერდება სხვადასხვა ეპოქის ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკა. 26.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-26T16:44+0400
2023-06-26T16:44+0400
2023-06-26T21:41+0400
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24507/84/245078478_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_ba8eda2c496afad14f9a17f39b7dd45b.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში 26 ივნისს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის კონცერტი გაიმართება. საღამოზე აჟღერდება სხვადასხვა ეპოქის ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკა, მათ შორის, რამდენიმე ნაწარმოები ვატიკანში ჩატარებული კონცერტის რეპერტუარიდან. კონცერტზე სოლისტები იქნებიან ნინო ავალიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, სოლიკო გოგილაშვილი, ზვიად მიჩილაშვილი და სხვები. კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორია სვიმონ ჯანგულაშვილი. სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი ცნობილია იმით, რომ პირველად ისტორიაში, 2022 წლის 26 ივნისს კონცერტი გამართა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში. გუნდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით 1998 წელს შეიქმნა. ის სამების ტაძარში ღვთისმსახურებაში მონაწილეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24507/84/245078478_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_1663846e521d817cecfc16cb9ee7029a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველო
თბილისში საპატრიარქოს გუნდის კონცერტი გაიმართება
16:44 26.06.2023 (განახლებულია: 21:41 26.06.2023) საღამოზე აჟღერდება სხვადასხვა ეპოქის ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკა.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში 26 ივნისს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდის კონცერტი გაიმართება.
საღამოზე აჟღერდება სხვადასხვა ეპოქის ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკა, მათ შორის, რამდენიმე ნაწარმოები ვატიკანში ჩატარებული კონცერტის რეპერტუარიდან.
კონცერტზე სოლისტები იქნებიან ნინო ავალიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, სოლიკო გოგილაშვილი, ზვიად მიჩილაშვილი და სხვები. კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორია სვიმონ ჯანგულაშვილი.
სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი ცნობილია იმით, რომ პირველად ისტორიაში, 2022 წლის 26 ივნისს კონცერტი გამართა ვატიკანში, სიქსტის კაპელაში.
გუნდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით 1998 წელს შეიქმნა. ის სამების ტაძარში ღვთისმსახურებაში მონაწილეობს.