https://sputnik-georgia.com/20230626/qartuli-namusit-sezruli-mteri-rvtisia-gocasvili-278968989.html
ქართული ნამუსით შეძრული მტერი, ანუ ამბავი ღვთისია გოჩაშვილისა
ქართული ნამუსით შეძრული მტერი, ანუ ამბავი ღვთისია გოჩაშვილისა
Sputnik საქართველო
ის ფაქტი, რომ ჩვენი წინაპრები ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ, ერთეულთა ახირება და პოზა კი არ იყო, არამედ, ზოგადად, ერის ცხოვრების წესი. 26.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-26T16:31+0400
2023-06-26T16:31+0400
2023-06-26T21:40+0400
საქართველოს ისტორიიდან
წასაკითხი ამბები
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251891786_15:0:1386:771_1920x0_80_0_0_40780f66e97b4550acd34b6854763b2a.jpg
ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ბერძენი სწავლული და მხედართმთავარი ქსენოფონტე ასე აგვიწერს ბერძენთა ლაშქრობას დიაოხზე — შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე უძველეს ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნზე:ბერძნების ათი ათასიანი ლაშქარი თავს დასხმია უძველეს ქართულ ტომს. დიაოხებს თავი მიუვალი კლდეებისთვის შეუფარებიათ და პირუტყვიც თან გაურეკავთ. მაგრამ ბერძნებს მათი თავშესაფრისთვის მიუგნიათ და, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მაინც მოუხერხებიათ მთის წვერზე ასვლა.იმ ლაშქრობისას ბერძნებს ძალიან ცოტა ტყვე უგდიათ ხელთ, ვინაიდან დიაოხები სიკვდილს ამჯობინებდნენ მონობაში სიცოცხლეს.ასე იყო იმ უძველეს დროში, ძველი წელთაღრიცხვით XII-VIII საუკუნეებში, ასე იყო მერეც — მრავალი ასწლეულის განმავლობაში...1830 წლის 30 დეკემბერს დიდოელმა ნაიბმა ამირხანმა შეიარაღებული ლეკები ქართული სოფლების საძარცვავად დაძრა. თუშეთში გადმოვიდნენ და დიკლოს მიადგნენ. სოფლის განაპირას ღვთისია გოჩაშვილის ოჯახი ცხოვრობდა თურმე და ლეკებიც პირველად მის კოშკს დასცემიან თავს.სასტიკი წინააღმდეგობა გაუწევია მამაც თუშს მომხდურებისთვის, ცოლი თოფს უტენიდა, ღვთისო კი ზუსტი გასროლით თავბედს აწყევლინებდა ლეკებს. მერე ტყვია გასთავებია გოჩაშვილს. დადუმებულა მისი თოფი, მაგრამ ლეკები მაინც ვერ ბედავდნენ მის სახლთან მიახლოებას.ბოლოს გადაუწყვეტია თუშს, ხმალდახმალ გავეჭრები და დავერევიო ლეკებს. გამოთხოვებია ოჯახს — ცოლ-შვილს, დედას, დასა და კიდევ სტუმრად მყოფ ნათესავ ქალს, კარს მისწვდენია გასაღებად და ცოლს დაუჭერია ხელი: გახვალ და მოგკლავენ, მერე ქალებს ნამუსს აგვხდიან, ბალღებს კი ტყვეებად წაასხამენ და დიდ სატანჯველს გამოატარებენ, ამიტომ ჯობს ნამუსიანად დავიხოცოთ, აიღე ხანჯალი, ჯერ ჩვენ დაგვკალ, მერე გადი და იბრძოლეო.სიმწრით მორევია თავს ღვთისია, მხოლოდ სტუმარი ქალი ვერ გაუმეტებია სასიკვდილოდ, საკუთარი ცოლ-შვილი, და და დედა კი ერთმანეთის მიყოლებით დაუხოცავს. მერე ლეკებს გახტომია და ხმალი დაუტრიალებია. მაგრამ ბევრნი იყვნენ ლეკები და უმოწყალოდ აკუწეს თუში ვაჟკაცი. მერე სახლში შეცვივნულან და...თავზარი დასცა ლეკებს ნანახმა. ცოცხლად დარჩენილი სტუმარი ქალისთვის ხელი აღარ დაუკარებიათ, არც ოჯახიდან გაუტანიათ არაფერი საყაჩაღოდ მისულებს, უხმოდ გასცლიან იქაურობას...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/01/251891786_186:0:1214:771_1920x0_80_0_0_41643f147c28e6b4d93685070880d0f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საქართველოს ისტორიიდან , წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
ქართული ნამუსით შეძრული მტერი, ანუ ამბავი ღვთისია გოჩაშვილისა
16:31 26.06.2023 (განახლებულია: 21:40 26.06.2023) ის ფაქტი, რომ ჩვენი წინაპრები ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ, ერთეულთა ახირება და პოზა კი არ იყო, არამედ, ზოგადად, ერის ცხოვრების წესი.
ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ბერძენი სწავლული და მხედართმთავარი ქსენოფონტე ასე აგვიწერს ბერძენთა ლაშქრობას დიაოხზე — შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე უძველეს ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნზე:
ბერძნების ათი ათასიანი ლაშქარი თავს დასხმია უძველეს ქართულ ტომს. დიაოხებს თავი მიუვალი კლდეებისთვის შეუფარებიათ და პირუტყვიც თან გაურეკავთ. მაგრამ ბერძნებს მათი თავშესაფრისთვის მიუგნიათ და, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მაინც მოუხერხებიათ მთის წვერზე ასვლა.
„მაშინ ჩვენ წინ გადაიშალა საშინელი სანახაობა: ქალები შვილებს ყრიდნენ და მერე თვითონაც ცვიოდნენ კლდიდან უფსკრულში. მამაკაცებიც ასევე იქცეოდნენ“.
იმ ლაშქრობისას ბერძნებს ძალიან ცოტა ტყვე უგდიათ ხელთ, ვინაიდან დიაოხები სიკვდილს ამჯობინებდნენ მონობაში სიცოცხლეს.
ასე იყო იმ უძველეს დროში, ძველი წელთაღრიცხვით XII-VIII საუკუნეებში, ასე იყო მერეც — მრავალი ასწლეულის განმავლობაში...
1830 წლის 30 დეკემბერს დიდოელმა ნაიბმა ამირხანმა შეიარაღებული ლეკები ქართული სოფლების საძარცვავად დაძრა. თუშეთში გადმოვიდნენ და დიკლოს მიადგნენ. სოფლის განაპირას ღვთისია გოჩაშვილის ოჯახი ცხოვრობდა თურმე და ლეკებიც პირველად მის კოშკს დასცემიან თავს.
სასტიკი წინააღმდეგობა გაუწევია მამაც თუშს მომხდურებისთვის, ცოლი თოფს უტენიდა, ღვთისო კი ზუსტი გასროლით თავბედს აწყევლინებდა ლეკებს. მერე ტყვია გასთავებია გოჩაშვილს. დადუმებულა მისი თოფი, მაგრამ ლეკები მაინც ვერ ბედავდნენ მის სახლთან მიახლოებას.
ბოლოს გადაუწყვეტია თუშს, ხმალდახმალ გავეჭრები და დავერევიო ლეკებს. გამოთხოვებია ოჯახს — ცოლ-შვილს, დედას, დასა და კიდევ სტუმრად მყოფ ნათესავ ქალს, კარს მისწვდენია გასაღებად და ცოლს დაუჭერია ხელი: გახვალ და მოგკლავენ, მერე ქალებს ნამუსს აგვხდიან, ბალღებს კი ტყვეებად წაასხამენ და დიდ სატანჯველს გამოატარებენ, ამიტომ ჯობს ნამუსიანად დავიხოცოთ, აიღე ხანჯალი, ჯერ ჩვენ დაგვკალ, მერე გადი და იბრძოლეო.
სიმწრით მორევია თავს ღვთისია, მხოლოდ სტუმარი ქალი ვერ გაუმეტებია სასიკვდილოდ, საკუთარი ცოლ-შვილი, და და დედა კი ერთმანეთის მიყოლებით დაუხოცავს. მერე ლეკებს გახტომია და ხმალი დაუტრიალებია. მაგრამ ბევრნი იყვნენ ლეკები და უმოწყალოდ აკუწეს თუში ვაჟკაცი. მერე სახლში შეცვივნულან და...
თავზარი დასცა ლეკებს ნანახმა. ცოცხლად დარჩენილი სტუმარი ქალისთვის ხელი აღარ დაუკარებიათ, არც ოჯახიდან გაუტანიათ არაფერი საყაჩაღოდ მისულებს, უხმოდ გასცლიან იქაურობას...