ქართველმა ძიუდოისტმა მონღოლეთში გამართულ ტურნირზე ვერცხლი მოიპოვა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშივარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ფინალში ლიპარტელიანი მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაუპირისპირდა და დამატებით დროში დამარცხდა
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ულანბატარში გამართულ დიდი სლემის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, იუწყება ძიუდოს ფედერაცია.
ფინალში ლიპარტელიანი მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს შეხვდა და დამატებით დროში ვარლამი ახალგაზრდა მეტოქესთან დამარცხდა.
34 წლის ქართველი ძიუდოისტის გზა ფინალამდე იოლი არ იყო. ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი პორტუგალიელი ხორხე ფონსეკა დაამარცხა, შეჯიბრის ნახევარფინალში კი მოქმედი ოლიმპიურ ჩემპიონს იაპონელ აარონ ვოლფს სძლია.
კვირას, მონღოლეთის დედაქალაქში დიდი სლემის ტურნირზე ძიუდოში საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი წარდგა, მათგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა.
კიდევ ორი ​​ქართველი ძიუდოისტი ონისე სანებლიძე (100 კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ნახევარფინალში ვერ გავიდნენ. ინანეიშვილი ბრძოლას ტრავმის გამო გამოეთიშა.
ყველა ახალი ამბავი
0