https://sputnik-georgia.com/20230626/---------278974032.html
სამხედრო დაპირისპირების რისკი - შალვა პაპუაშვილი ანტირუსულ სანქციებზე
სამხედრო დაპირისპირების რისკი - შალვა პაპუაშვილი ანტირუსულ სანქციებზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები არ დაუწესებია. 26.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-26T19:21+0400
2023-06-26T19:21+0400
2023-06-30T16:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:141:1920:1221_1920x0_80_0_0_b516c900e6c8f1dcd3b4780e293d4e46.jpg
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებისკენ, მოუწოდებს შესაძლო სამხედრო დაპირისპირების გარისკვისკენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აქვს პარტნიორებთან საუბარი იმის თაობაზე, თუ რატომ არ დააწესა საქართველომ ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, და პარტნიორების მხრიდან არის გაგება, აღნიშნა სპიკერმა.ლაპარაკი ანტირუსული სანქციების გვერდის ავლაზე საქართველოს იმიჯს ლახავს - დეპუტატი >>უკრაინაში კონფლიქტის დაწყების პირველი დღიდან საქართველო კეთილსინდისიერად მიჰყვება იმ პოლიტიკას, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და „არცერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა“, აღნიშნა პაპუაშვილმა.„დაახლოებით 1300-მდე საზღვრის კვეთა, გადაზიდვა შეჩერდა იმიტომ, რომ იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული, ან ისეთი საგნები, რომლებიც სანქციის ქვეშ იყო“, – განაცხადა მან.გამომგზავნები იყვნენ მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, აღნიშნა პაპუაშვილმა.აქედან გამომდინარე პარლამენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ პრობლემები „უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთი და სადაც იგზავნება საბოლოო ჯამში“. რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ის შეიძლება იყოს შუალედური წერტილი გადაზიდვის, მაგრამ რისი არცერთი შემთხვევაც არ დადასტურებულა.შალვა პაპუაშვილი ასევე მიესალმა საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ჩამოსვლას და აღნიშნა, რომ ო'სალივანს ექნება შესაძლებლობა თავად ნახოს რამდენად მომზადებულია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ისე რისკების გამოვლენის კუთხით იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებისა და სანქციების გვერდის ავლის.სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და განიხილავს საკითხებს, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს, კერძოდ, სანქციებს და მათ ეფექტურ აღსრულებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:106:1566:1281_1920x0_80_0_0_09b747b8060319e69b74dad5406e5564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
სამხედრო დაპირისპირების რისკი - შალვა პაპუაშვილი ანტირუსულ სანქციებზე
19:21 26.06.2023 (განახლებულია: 16:03 30.06.2023) საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები არ დაუწესებია.
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებისკენ, მოუწოდებს შესაძლო სამხედრო დაპირისპირების გარისკვისკენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე ქვეყნისადმი წაყენებული არცერთი ბრალდება სანქციების გვერდის ავლის შესახებ არ დადასტურებულა.
„ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ესკალაცია რუსეთთან, ანუ გარისკოს ომი რუსეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აქვს პარტნიორებთან საუბარი იმის თაობაზე, თუ რატომ არ დააწესა საქართველომ ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, და პარტნიორების მხრიდან არის გაგება, აღნიშნა სპიკერმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების პირველი დღიდან საქართველო კეთილსინდისიერად მიჰყვება იმ პოლიტიკას, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და „არცერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა“, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„დაახლოებით 1300-მდე საზღვრის კვეთა, გადაზიდვა შეჩერდა იმიტომ, რომ იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული, ან ისეთი საგნები, რომლებიც სანქციის ქვეშ იყო“, – განაცხადა მან.
გამომგზავნები იყვნენ მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, აღნიშნა პაპუაშვილმა.
აქედან გამომდინარე პარლამენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ პრობლემები „უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთი და სადაც იგზავნება საბოლოო ჯამში“. რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ის შეიძლება იყოს შუალედური წერტილი გადაზიდვის, მაგრამ რისი არცერთი შემთხვევაც არ დადასტურებულა.
შალვა პაპუაშვილი ასევე მიესალმა საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ჩამოსვლას და აღნიშნა, რომ ო'სალივანს ექნება შესაძლებლობა თავად ნახოს რამდენად მომზადებულია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ისე რისკების გამოვლენის კუთხით იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებისა და სანქციების გვერდის ავლის.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი დღეს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და განიხილავს საკითხებს, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს, კერძოდ, სანქციებს და მათ ეფექტურ აღსრულებას.