რაგბი-U-20: ქართველები მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკელებთან დამარცხდნენ

© Georgian Rugbyრაგბი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
რაგბი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2023
გამოწერა
ლადო კილასონიას გუნდი მომდევნო მატჩს 29 ივნისს არგენტინასთან გამართავს.
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი მასპინძელთან - სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან - ანგარიშით 23:33 წააგო.
რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო თასი სამხრეთ აფრიკაში 24 ივნისიდან 14 ივლისამდე იმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
მასპინძლებმა მატჩი აგრესიულად დაიწყეს და საჯარიმო დარტყმით სწრაფად გახსნეს ანგარიში, რასაც მალევე ლელო და გარდასახვა მოჰყვა – 10:0.
ამის შემდეგ ქართველი მორაგბეები შეტევაში გააქტიურდნენ და სხვაობაც მალევე შემცირდა - 10:7.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში სამხრეთ აფრიკელებმა შემტევი თამაში გააძლიერეს და საბოლოოდ ტაიმი მოიგეს - 20:7.
ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმი უკეთ დაიწყეს - ტაიმის დასაწყისში პეტრე ხუციშვილმა სხვაობა ზუსტი საჯარიმო დარტყმით შეამცირა. მეორე ტაიმში სამხრეთ აფრიკელებმა პირველი ქულების მოპოვება დაახლოებით 27-ე წუთზე შეძლეს. პენალტის შემდეგ ანგარიში 23:18 იყო.
ქართველმა მორაგბეებმა მეორე ტაიმი მოიგეს (16:13), მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი თამაშის გადასარჩენად და შედეგად სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მოიგო - 33:23.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა იტალიას 43:15 მოუგო.
ლადო კილასონიას გუნდი მომდევნო მატჩს 29 ივნისს არგენტინასთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. ჯგუფის ბოლო მატჩში ახალგაზრდა ბორჯღალოსნები 4 ივლისს იტალიას დაუპირისპირდებიან. თამაში 13:00 საათზე დაიწყება.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს, მომდევნო ოთხი გუნდი -მეხუთე-მერვე ადგილებისთვის, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს. მე-12 ადგილზე გასული გუნდი Gaisad Alaf-ში გადაინაცვლებს. მას ჩაანაცვლებს Alaf-ის წლევანდელი გამარჯვებული, რომელიც კენიაში 15-დან 30 ივლისამდე გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0