სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონია

© courtesy of International Fencing Federationსანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2023
გამოწერა
მადრიდის მსოფლიო თასიდან მოყოლებული (06.05.2022), სანდრო ბაზაძე ზედიზედ უკვე მე-11 პრესტიჟულ ტურნირზე სამეულში შედის
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპული თამაშების გამარჯვებულია.
ფინალში ქართველი მოფარიკავე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ კშიშტოფ კაჩკოვსკის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ანგარიშით 15:13. სანდრომ ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს ევროპული თამაშების პირველი ოქრო მოუტანა.
გასულ კვირაში სანდრო ბაზაძემ ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.
მადრიდის მსოფლიო თასიდან მოყოლებული (06.05.2022), სანდრო ბაზაძე ზედიზედ უკვე მე-11 პრესტიჟულ ტურნირზე სამეულში შედის (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი). ახლა კი მის გამარჯვებებს გუნდური ჯილდოც შეემატა.
ყველა ახალი ამბავი
0