https://sputnik-georgia.com/20230625/-------278932267.html
ფეხბურთი: საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების რეკორდი დამყარდა
ფეხბურთი: საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების რეკორდი დამყარდა
Sputnik საქართველო
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი „დინამო არენა“ ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა. 25.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-25T13:30+0400
2023-06-25T13:30+0400
2023-06-25T13:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251297784_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ed3cc1f131db47fa5139f4d156579595.jpg
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის თბილისში გამართულმა მატჩმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ისტორიაში მაყურებელთა დასწრების ახალი რეკორდი დაამყარა.ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩს 41.887 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ფინალური ეტაპის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბელგიის გუნდთან მატჩი ფრედ დაასრულა - 2:2. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ოთხი ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილს ბელგია და ჰოლანდია ინაწილებენ - მათ ორ-ორი ქულა აქვთ. პორტუგალია ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.თბილისმა გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც ბარსელონაში იტალიისა და ესპანეთის მატჩზე 1996 წელს დამყარდა - მაშინ თამაშს 35.500 გულშემატკივარი დაესწრო.გარდა ამისა, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი „დინამო არენა“ ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა.მომდევნო მატჩი „დინამო არენაზე“ 27 ივნისს 20:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდისთვის მეოთხედფინალში ისტორიული გასვლისთვის ფრეც საკმარისია.21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით იმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. უკვე 8 ივლისს „ბათუმი არენა“ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251297784_105:0:1242:853_1920x0_80_0_0_85bd74021ab9e98b9c7a60d3edf00927.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ფეხბურთი: საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების რეკორდი დამყარდა
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი „დინამო არენა“ ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა.
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის თბილისში გამართულმა მატჩმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ისტორიაში მაყურებელთა დასწრების ახალი რეკორდი დაამყარა.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩს 41.887 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ფინალური ეტაპის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბელგიის გუნდთან მატჩი ფრედ დაასრულა - 2:2. ორი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ოთხი ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილს ბელგია და ჰოლანდია ინაწილებენ - მათ ორ-ორი ქულა აქვთ. პორტუგალია ერთი ქულით ბოლო ადგილზეა.
თბილისმა გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც ბარსელონაში იტალიისა და ესპანეთის მატჩზე 1996 წელს დამყარდა - მაშინ თამაშს 35.500 გულშემატკივარი დაესწრო.
გარდა ამისა, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი „დინამო არენა“ ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც უეფას ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩი ჩატარებულა.
მომდევნო მატჩი „დინამო არენაზე“ 27 ივნისს 20:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდისთვის მეოთხედფინალში ისტორიული გასვლისთვის ფრეც საკმარისია.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით იმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. უკვე 8 ივლისს „ბათუმი არენა“ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს.