სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევასთან დაკავშირებული სასჯელი გამკაცრდება

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშისასიგნალო იარაღი
სასიგნალო იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2023
გამოწერა
ცვლილებები ეხება ხმოვანი, პნევმატური და გაზის იარაღის მიმოქცევა-ტრანსპორტირებას
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. 1 აგვისტოდან საქართველოში ხმოვანი, პნევმატური და გაზის იარაღის მიმოქცევასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ჯარიმები მკაცრდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ხმოვანი იარაღის გადაზიდვის წესის დარღვევა კვლავ 500 ლარით დაჯარიმდება.
ხოლო განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან 1 ათას ლარამდე გაიზრდება. მესამე ასეთი დარღვევა 2000 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
რაც შეეხება გაზის იარაღის ბრუნვას, მისი შენახვის წესის დარღვევა დაისჯება 200 ლარის ოდენობით ჯარიმით, ტარების წესის - 500 ლარიანი ჯარიმით და იარაღის კონფისკაციით.
ამასთან, ასეთი იარაღის უნებართვოდ შეძენა, ტარება და შენახვა გამოიწვევს ჯარიმას 600 ლარის ოდენობით იარაღის კონფისკაციით. მისი უკანონო გადაცემა ან რეალიზაცია, ასევე ასეთი იარაღის უნებართვოდ შემოტანა ასევე დაისჯება 600 ლარიანი ჯარიმით.
განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. მისი ტარების წესის დარღვევა და დასახლებულ პუნქტში სროლა 500 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
გარდა ამისა, 600 ლარის ოდენობის ჯარიმა დაწესდება არარეგისტრირებული იარაღის ტარებისთვის, ტირში მისი გამოყენებისა და სამოქალაქო ბრუნვისთვის დაუშვებელი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ასევე საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან ექსპორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0