საქართველოს და სომხეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა ერევანში კონსულტაციები გამართეს

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanსომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2023
გამოწერა
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერების და სხვა საკითხები.
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ერევანში გაიმართა სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური კონსულტაციები, სადაც მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილეს, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება, დისკუსია გაიმართა 22 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვაჰან კოსტანიანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს დინამიურად განვითარებად კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ისაუბრეს ორმხრივ კონტაქტებზე. დიპლომატებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმოქმედონ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
აღნიშნულია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერების, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის, სამართლებრივი სფეროს რეფორმის და სხვა საკითხები.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა აზერბაიჯანის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული აგრესიული ქმედებებისა შესახებ, რაც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას საფრთეს უქმნის. ხაზი გაესვა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად უსწრაფესი ქმედებების მნიშვნელობას.
ყველა ახალი ამბავი
0