https://sputnik-georgia.com/20230624/----278924172.html
თბილისში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს
თბილისში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ დახლები თაფლის ნიმუშებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა ჩამოტანილი 24.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-24T20:05+0400
2023-06-24T20:05+0400
2023-06-24T20:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
თაფლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23766/48/237664803_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_152b823498f8b18f1da5aaefdcc40140.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 24 და 25 ივნისს თბილისის თაფლის ფესტივალი იმართება, სადაც ყველა მსურველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საუკეთესო პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვს.ფესტივალზე წარმოდგენილია ქართული თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, მეფუტკრეთა ასოციაციები, მეფუტკრეობის აღჭურვილობისა და დანადგარების მიმწოდებლები, სკების მწარმოებლები, ვეტ აფთიაქები, ფიჭის მწარმოებლები, ბოტანიკური ბაღები და სანერგეები.ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი დახლები, სადაც ვიზიტორები დააგემოვნებენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილ საუკეთესო თაფლს, დატესტავენ მეფუტკრე ქალების მიერ დამზადებულ ნატურალურ კოსმეტიკურ საშუალებებს, დაათვალიერებენ საქართველოში წარმოებულ კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებულ სკებს. ბოტანიკური ბაღები და სანერგეები თაფლოვან მცენარეებს გამოფენენ.ფესტივალის პირველ დღეს, 24 ივნისს, ღონისძიებები 12 საათზე დაიწყო და 21 საათამდე გაგრძელდება. 25 ივნისს - 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება, რომელიც ამ ეტაპზე ცხრა მეფუტკრეთა ასოციაციას და 22 კომპანიას აერთიანებს. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ქოლგის ქვეშ 5.650 მეფუტკრეა, ხოლო აქედან 548 ქალი მეფუტკრეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23766/48/237664803_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_8c1f49a222c3939cb463bb41ee475187.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, თაფლი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, თაფლი
თბილისში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს
ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ დახლები თაფლის ნიმუშებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა ჩამოტანილი
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 24 და 25 ივნისს თბილისის თაფლის ფესტივალი იმართება, სადაც ყველა მსურველს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საუკეთესო პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვს.
ფესტივალზე წარმოდგენილია ქართული თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, მეფუტკრეთა ასოციაციები, მეფუტკრეობის აღჭურვილობისა და დანადგარების მიმწოდებლები, სკების მწარმოებლები, ვეტ აფთიაქები, ფიჭის მწარმოებლები, ბოტანიკური ბაღები და სანერგეები.
„თბილისის თაფლის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული თაფლი თავისი მრავალფეროვნებით, მასშტაბებითა და წარმატებებით, რომელსაც ამ სექტორმა ბოლო შვიდი წლის მანძილზე მიაღწია“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი დახლები, სადაც ვიზიტორები დააგემოვნებენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილ საუკეთესო თაფლს, დატესტავენ მეფუტკრე ქალების მიერ დამზადებულ ნატურალურ კოსმეტიკურ საშუალებებს, დაათვალიერებენ საქართველოში წარმოებულ კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებულ სკებს. ბოტანიკური ბაღები და სანერგეები თაფლოვან მცენარეებს გამოფენენ.
ფესტივალის პირველ დღეს, 24 ივნისს, ღონისძიებები 12 საათზე დაიწყო და 21 საათამდე გაგრძელდება. 25 ივნისს - 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება, რომელიც ამ ეტაპზე ცხრა მეფუტკრეთა ასოციაციას და 22 კომპანიას აერთიანებს. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ქოლგის ქვეშ 5.650 მეფუტკრეა, ხოლო აქედან 548 ქალი მეფუტკრეა.