საქართველოს ქალაქებში უქმეებზე მუსიკალური საღამოები გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerკონცერტი
კონცერტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2023
გამოწერა
მუსიკის გარდა, ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე პროექტი „მუსიკალური საღამოები", სადაც თბილისიდან მიწვეული მომღერლები და კოლექტივები გამოვლენ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში 24 და 25 ივნისს გაიმართება.
„მუსიკალური საღამოები“ უკვე გაიმართა საქართველოს რვა ქალაქში, მათ შორის ბოლნისში, ყაზბეგში, ხობში, ქობულეთში, დმანისში, თიანეთში, ხელვაჩაურსა და ჩხოროწყუში.
24 ივნისს ღონისძიებები ასევე გაიმართება თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში, ხოლო 25 ივნისს - ახალქალაქის, ყვარლის, ლანჩხუთისა და შუახევის რაიონებში.
„მუსიკალური საღამოების“ სტუმრებს ყველა ქალაქში ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის კი გასართობი შოუები მოეწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0