https://sputnik-georgia.com/20230624/---------278914911.html
თბილისში ბინების ღირებულება არ შეცვლილა - ბოლო მონაცემები
თბილისში ბინების ღირებულება არ შეცვლილა - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
2023 წლის მაისში ბინების გაყიდვები გაიზარდა წინა თვეში შემცირების შემდეგ - თბილისში გაიყიდა 3.650 ბინა, რაც წლიური 2%-იანი და თვიური 34,9%-იანი ზრდაა... 24.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-24T12:10+0400
2023-06-24T12:10+0400
2023-06-24T12:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808294_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_99545a91f9c38e1468e64b6c5a74fdba.jpg
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების ღირებულება 2023 წლის მაისში არ შეცვლილა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის მიმოხილვაში.2023 წლის მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 26,8%-ით გაიზარდა დოლარში და 8,2%-ით ლარში, თუმცა თვიურად არ შეცვლილა (ბინები პირველად და მეორად ბაზრებზე).2023 წლის მაისში ბინების გაყიდვები გაიზარდა წინა თვეში შემცირების შემდეგ - თბილისში გაიყიდა 3.650 ბინა, რაც წლიური 2%-იანი და თვიური 34,9%-იანი ზრდაა.ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მეტი - 1.650 ბინა გაიყიდა (+20% წ/წ).ამავდროულად, მეორად ბაზარზე კლება დაფიქსირდა როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5,5% წ/წ და -12% წ/წ.მაისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - ვაშლიჯვარი (+180% წ/წ), კრწანისი (+47,7% წ/წ) და დიდუბე (+19,1% წ/წ). ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ვაშლიჯვრის წილი მთლიან გაყიდვებში დაბალია, მაისში ეს წილი თითქმის გასამმაგდა 4,6%-მდე.ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 – 1.800) დომინირება.2023 წლის მაისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 16,6%-ით გაიზარდა და 243.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს ჰქონდა.გარდა ამისა, უძრავი ქონების ქირა 2023 წლის მაისში წლიურად აშშ დოლარში 44.9%-ით, ხოლო ლარში 23,7%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაღალი ტემპების მიუხედავად, აპრილსა და მაისში ქირა თვე-თვესთან შედარებით შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0f/275808294_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_812592fb4956777474806e34ccf6925e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
თბილისში ბინების ღირებულება არ შეცვლილა - ბოლო მონაცემები
2023 წლის მაისში ბინების გაყიდვები გაიზარდა წინა თვეში შემცირების შემდეგ - თბილისში გაიყიდა 3.650 ბინა, რაც წლიური 2%-იანი და თვიური 34,9%-იანი ზრდაა, ნათქვამია მიმოხილვაში
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების ღირებულება 2023 წლის მაისში არ შეცვლილა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის მიმოხილვაში.
2023 წლის მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 26,8%-ით გაიზარდა დოლარში და 8,2%-ით ლარში, თუმცა თვიურად არ შეცვლილა (ბინები პირველად და მეორად ბაზრებზე).
„პირველად ბაზარზე დეველოპერების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში იყო 1.112 აშშ დოლარი (+27,9% წ/წ) და ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები ვაკეში და მთაწმინდაზე იყო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
2023 წლის მაისში ბინების გაყიდვები გაიზარდა წინა თვეში შემცირების შემდეგ - თბილისში გაიყიდა 3.650 ბინა, რაც წლიური 2%-იანი და თვიური 34,9%-იანი ზრდაა.
ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მეტი - 1.650 ბინა გაიყიდა (+20% წ/წ).
ამავდროულად, მეორად ბაზარზე კლება დაფიქსირდა როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5,5% წ/წ და -12% წ/წ.
მაისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - ვაშლიჯვარი (+180% წ/წ), კრწანისი (+47,7% წ/წ) და დიდუბე (+19,1% წ/წ). ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ვაშლიჯვრის წილი მთლიან გაყიდვებში დაბალია, მაისში ეს წილი თითქმის გასამმაგდა 4,6%-მდე.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 – 1.800) დომინირება.
2023 წლის მაისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 16,6%-ით გაიზარდა და 243.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს ჰქონდა.
გარდა ამისა, უძრავი ქონების ქირა 2023 წლის მაისში წლიურად აშშ დოლარში 44.9%-ით, ხოლო ლარში 23,7%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაღალი ტემპების მიუხედავად, აპრილსა და მაისში ქირა თვე-თვესთან შედარებით შემცირდა.