რუსეთის თავდაცვის უწყებამ „ვაგნერის“ ბანაკების დაბომბვის შესახებ ცნობებს პროვოკაცია უწოდა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstovsa / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხისკენ მოწოდების ფაქტზე აღძრა
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის გარშემო განვითარებული ყველა მოვლენის შესახებ, მიიღება საჭირო ზომები.
„ევგენი პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციას წარმოადგენს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რუსეთის შეიარაღებული ჯარები აგრძელებენ საბრძოლო ამოცანების შესრულებას უკრაინის არმიასთან შეხების ხაზზე სპეცოპერაციის ზონაში.
ფედერალური სამსახურის საგამოძიებო სამმართველომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული ამბოხისკენ მოწოდების ფაქტზე აღძრა.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაჯგუფების დამფუძნებლის სახელით გავრცელებულ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
ყველა ახალი ამბავი
0