https://sputnik-georgia.com/20230623/xalde-imperiis-jars-selewili-svanuri-sofeli-278874187.html
იმპერიის ჯარს შელეწილი ხალდე, ანუ ამბავი ვერგატეხილი სვანური სოფლისა
იმპერიის ჯარს შელეწილი ხალდე, ანუ ამბავი ვერგატეხილი სვანური სოფლისა
Sputnik საქართველო
უძველესი დროიდან მოყოლებული, ბალსზემო სვანეთი, ანუ თავისუფალი სვანეთი ერთადერთი ადგილი იყო კავკასიაში, რომელსაც არც ბატონი ჰყოლია და არც გადასახადს უხდიდა... 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T18:23+0400
2023-06-23T18:23+0400
2023-06-23T21:49+0400
საქართველოს ისტორიიდან
საქართველოს სიამაყე
წასაკითხი ამბები
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24404/46/244044681_0:132:1288:857_1920x0_80_0_0_b17c44a2a6b8c43bf7e282074a47eef2.jpg
ვინ აღარ შეეცადა ამ მიწა-წყლის ხელში ჩაგდებას — რომაელები, ბიზანტიელები თუ სპარსელები, მაგრამ ყველას ხელი მოეცარა.ბალსზემო სვანეთზე გავლენა ვერც სვანმა დიდმა ერისთავებმა — ვარდანისძეებმა, გელოვანებმა და დადეშქელიანებმა მოიპოვეს, მათი ყველა მცდელობა საბოლოო ჯამში კრახით მთავრდებოდა.ასე მოვიდა თავისუფალი სვანეთი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. კავკასიაში რუსეთის გაბატონებისა და იმპერიული სტრუქტურების ამოქმედების შემდეგ ჯერი თავისუფალ სვანეთზეც მიდგა.1875 წლის მაისში ბალსზემო სვანეთში მიწების აღწერა დაიწყეს და გადასახადები დააწესეს. ადგილობრივებისგან საძოვრების ხაზინისთვის გადაცემაც მოითხოვეს და დაბეგვრის მიზნით მსხვილფეხა პირუტყვიც აღწერეს.ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სვანეთში, რაც ჯერ მღელვარებაში, ბოლოს კი აჯანყებაში გადაიზარდა. 1875 წლის ივლისში ბალსზემო სვანეთის მკვიდრმა 2 ათასამდე შეიარაღებულმა მამაკაცმა შალიანის ხატზე სვანური წესით დაიფიცა – თუ მეფის რუსეთი უკან არ დაიხევს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთო.კვირიკეს სალოცავთან შეკრებილი სვანებისთვის ყასბულათ შერვაშიძეს ასე მიუმართავს:სვანები თავდაპირველად შეეცადნენ თოფ-ხანჯლის გარეშე, უსისხლოდ მოეგვარებინათ საქმე და გუბერნატორთან მოსალაპარაკებლად წარმომადგენლები გაგზავნეს. მაგრამ ჯანყის 13 მოთავე ქუთაისში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს, ხოლო სამზე ძებნა გამოაცხადეს. ძებნილებიდან ორნი — ომარ გასვიანი და ჩაგელ ჯოხაძე ხალდელები იყვნენ.ძებნილების დასაპატიმრებლად და ურჩთა დასასჯელად დიდი ჯარი მიადგა ქვემო სვანეთის კარიბჭეს. ლეჩხუმის მაზრის უფროსმა გრინევსკიმ მოლაპარაკება გადაწყვიტა სვანებთან და ჯერ სოფელ ლალხორში მივიდა მხლებლებთან ერთად, მერე კი ბეჩოში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აჯანყებულებს პირობა მისცეს, მთავრობა არც ახალ გადასახადებს შემოიღებს და არც სამხედრო ვალდებულებს დაგაკისრებთო.დაპირებამ გაჭრა და აჯანყებულებმა გზა მისცეს ხელისუფალთ, მაგრამ ამ უკანასკნელებმა მოლაპარაკების პირობები „დაივიწყეს“ და ბუნტის მოთავეები შეიპყრეს. დატუსაღებული თავკაცები ქუთაისის საპატიმროში გამოამწყვდიეს. მათ შორის იყვნენ თემის მახვშები — ყასბულათ შერვაშიძე და გინადრუყ ფარჯიანი, რომელთაც სიცოცხლის ფასად დაუჯდათ საკუთარი ხალხის გვერდით დგომა.ამის შემდეგ, 1 აგვისტოს სოფელ ხალდეს ჯარი და მილიცია მიადგა. გრინევსკი პირადად ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ექსპედიციას. ჯარის ერთი ნაწილი ხალდეში გაიშალა, მეორემ კი ალყაში მოაქცია სოფელი. უხუცესებმა მშვიდობიანად მორიგება სცადეს, მომხდურებს განუცხადეს, ვისაც ეძებთ, ისინი სოფელში არ არიან, ყარაჩაეთის მთებში გაიხიზნენო, მაგრამ არ დაუჯერეს.მაშინ შეიარაღებულმა ხალდელებმა თავის დაცვა გადაწყვიტეს და კოშკებში შეიხიზნენ. მაგრამ ორ ძმას – გეგი და გიერგ გასვიანებს კოშკებამდე მისვლა დაუგვიანდათ. მაიორმა ლეუსმა რვა ჯარისკაცს მათი შეპყრობა უბრძანა. ერთი ძმა მალევე ააგეს ხიშტებზე სალდათებმა, მეორემ კი ხანჯალი იშიშვლა და სამი მათგანი გაისტუმრა საიქიოს, ვიდრე მეოთხე იმსხვერპლებდა.ამ ყველაფერს ხალდელები კოშკებიდან ხედავდნენ და, ბუნებრივია, პასუხმაც არ დააყოვნა. გასვიანებისა და ჩეგიანების კოშკებიდან თოფებმა იქუხა. ბადრი, შავხან და ბუღა გასვიანებმა მაიორი ლეუსი მოკლეს, ხოლო ბოქაული მიქელაძე დაჭრეს. მერე მაზრის უფროსი გრინევსკიც ამოიღეს მიზანში, მაგრამ თავი გამოიდო კალის თემის მამასახლისმა მარგველანმა, ცოცხალ ფარად დაუდგა მაზრის უფროსს და მისკენ გასროლილ ტყვიას შეუშვირა მკერდი.გასვიანებისა და ჩეგიანების კოშკებიდან დაქუხებულ თოფებს მალე სხვა კოშკებიდანაც გამოეხმაურნენ. თორმეტივე კოშკიდან დაიწყო სროლა. ორი კაცი დაიღუპა, ცხრა დაიჭრა. ხალდელებმა შეძლეს თავის დაცვა და შეღამებულზე სადამსჯელო რაზმმა ლალხორალში გადაინაცვლა.მაზრის უფროსი გრინევსკი ხალდეში ჩეგიანების ტყვიას კი გადაურჩა, მაგრამ იმავე ღამით გასვიანებმა აუგეს წერა.გრინევსკიმ, დაჭრილმა ბოქაულმა მიქელაძემ, ექიმმა ბელსკიმ, მღვდელმა ბაქრაძემ (რომელიც გრინევსკიმ ხალდელებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა მანამდე) და კიდევ ორმა სხვამ ესპინე ჯოხაძის ოჯახს შეაფარეს თავი. სწორედ იქ მოუწყვეს ხოცვა-ჟლეტა მათ გეგი და გიერგ გასვიანების ძმამ ბუღამ და ბიძაშვილმა ჩოფამ. მხოლოდ მღვდელი ბაქრაძე გადარჩენილა ცოცხალი, ძლივს ჩაუღწევია ქუთაისამდე.ხალდელებმა დახოცილი მომხდურები დაასაფლავეს, ცოლ-შვილი კი ნათესავებში გახიზნეს. გადამწყვეტი ბრძოლისთვის დაიწყეს მზადება, იცოდნენ, უპასუხოდ რომ არ ჩაივლიდა მომხდარი.ასეც გამოდგა. კავკასიის მეფისნაცვლის ადმინისტრაციამ სვანეთში სასწრაფოდ გაგზავნა დიდი სამხედრო ძალა — საველე ლაზარეთით, სამხედრო აღალით, ერთი თვის სამყოფი სურსათ-სანოვაგითა და საომარი აღჭურვილობით. მიზანი: ხალდეს პირწმინდად განადგურება, ყველა სულდგმულის ამოხოცვა.ასე სურდათ სირცხვილის ჩამორეცხვა მეფისნაცვალს მიხეილ ნიკოლოზის ძესა და ქუთაისის გუბერნატორს, რომელთა რეპუტაციაც ფრიად შელახა ხალდეში განცდილმა მარცხმა. თანაც, სანამ სვანეთში დატრიალებული ამბები პეტერბურგამდე მიაღწევდა, მანამდე სურდათ აჯანყების ჩახშობა.19 აგვისტოს ალექსანდრეპოლის ქვეითი პოლკის ოთხმა ასეულმა, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორმა რაზმმა, საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეულმა, მესანგრეთა ასეულმა, გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმებმა, რომელთაც გენერალი ციტოვიჩი ხელმძღვანელობდა, ლატფარის უღელტეხილი გადალახეს და ურჩი ხალდეს სანახებს მიადგნენ. იქ მათ თავად თენგიზ დადეშქელიანის რაზმი დახვდათ, რომელსაც სამთავრობო ძალების დახმარება გადაეწყვიტა.ჯარი მიჯვრიშის სახელით ცნობილ ადგილზე განლაგდა, საიდანაც ხელის გულივით ჩანდა მთელი სოფელი. იქვე მოაწყვეს მოედანი ქვემეხებისთვის. ბრძოლის დაწყებამდე მტერმა ხალდელებს მოციქულები გაუგზავნა და დანებება მოსთხოვა. მაგრამ სვანებმა ულტიმატუმი არ მიიღეს...და დაიწყო ბრძოლა. 21 აგვისტოს ჯარმა ხალდეს სამი მხრიდან შეუტია, მაგრამ ვერას გახდა. მეორე დღეს ჩეგიანების კოშკიდან გასროლილმა ტყვიამ ერთ ყველაზე გამორჩეულ მეზარბაზნეს უწია და შუბლი გაუგლიჯა. გენერალმა ციტოვიჩმა მის ნაცვლად ქვემეხს ვინმე თავაძე და გოლეთიანი მიუჩინა, მათ გადააბარა ხალდეს საარტილერიო ცეცხლში გახვევა. მაგრამ, კაცმა არ უწყის, არ იცოდნენ თუ არ უნდოდათ, ჭურვებს ირიბად ისროდნენ. შეუმჩნევია ციტოვიჩს ფუჭი სროლები და ადგილზე დაუხოცავს თავაძე და გოლეთიანი.ხალდელებმა გადაწყვიტეს, რომ მეზარბაზნეების ხოცვას ქვემეხების მწყობრიდან გამოყვანა სჯობდა და თავი გადადეს გურმაჩ, კაციანე და ბადრი გასვიანებმა, ჩარგაზ და ჯოხან ჯოხაძეებმა და გიორგი ჩოფლიანმა. შეუმჩნევლად შეაღწიეს მომხდურთა შუაგულში და იარაღი იშიშვლეს. სამი ჯარისკაცი მოკლეს, ოთხი დაჭრეს, მაგრამ ქვემეხებს კი ვერაფერი ავნეს.კიდევ რამდენიმე დღე იყო ხალდე გახვეული საარტილერიო ცეცხლში. ალყა უფრო და უფრო დავიწროვდა...სამთავრობო ჯარი გადამწყვეტ იერიშზე 26 აგვისტოს გადავიდა და სოფელში შეიჭრა. ადვილი არ გამოდგა სვანური კოშკ-მურყვანების გადალახვა, მაგრამ ურჩ ხალდელებს ტყვია-წამალი ელეოდათ უკვე და ამიტომ ალყის გარღვევა გადაწყვიტეს. ერთმა ნაწილმა მოახერხა კიდეც სამშვიდობოს გასვლა და მყინვარებისთვის თავის შეფარება.მაგრამ ფეხდაფეხ მიჰყვა თენგიზ დადეშქელიანის რაზმი ხალდელ ვაჟკაცებს, მყინვარებში მოიმწყვდია ისინი. მაშინ გოგი ჩეგიანს უთქვამს თანასოფლელებისთვის, აქ მაინც სიკვდილი გვიწერია, უკანასკნელად გავითბოთ სისხლი და ალყა გავარღვიოთო.დაუმტვრევიათ მუჯირები (რკინაწამოცმული ხე მთაში სასიარულოდ) და ცეცხლი დაუნთიათ. შემთბარან გათოშილები, საძრაობის უნარი დაუბრუნებიათ და ჯიქურ გამოურღვევიათ ალყა. წინ მულახელები დახვედრიან ხალდელებს, მშვიდობიანად გაუტარებიათ თანამოძმენი და მათაც მოუხერხებიათ გაქცევა.მდევარმა ვერაგობას მიმართა. ლტოლვილთა ცოლ-შვილი შეიპყრეს და გაქცეულებს დაემუქრნენ, ერთიანად ამოვხოცავთ ყველას, თუ არ ჩაგვბარდებითო. და მყინვარებს შეფარული 22 სვანი ვაჟკაცი გუბერნატორთან ჩასულა, ეზოში მდგარ ნაძვზე თოფები გადაუმტვრევიათ და „გაულ გავხეს“ სიმღერით ჩაბარებიან მთავრობას...ხალდეში მხოლოდ რამდენიმე მოხუციღა დარჩენილა. ერთ-ერთ კოშკში გამაგრებულან და დროდადრო ცეცხლს უხსნიდნენ სალდათებს. ჯარისკაცები დანებებას მოითხოვდნენ, მაგრამ იოლი არ იყო მხცოვანი სვანების ან შეშინება და ან დაყოლიება. საბოლოოდ ქვემეხებით შეანგრის კოშკი და ნანგრევებში დაიმარხნენ მოხუცები. მერე სხვა კოშკებიც მიწასთან გაასწორეს და გენერალმა ციტოვიჩმა მეფისნაცვალს უპატაკა:იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბრძანებით ხალდეში დასახლება აკრძალეს. გადარჩენილები ნათესავებს შეეხიზნენ ქვემო და ზემო სვანეთის სოფლებში. მათ მხოლოდ 1880 წელს მისცეს უფლება, სისხლისგან დაწრეტილ კერებს დაბრუნებოდნენ... ოღონდ არა ხალდეში, არამედ ახალ იფრარში — ასე შეეცალათ სახელი ოდესღაც თავისუფალი, მძიმე ბრძოლაგადახდილი, მაგრამ მაინც ვერგატეხილი სვანური სოფლისთვის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24404/46/244044681_0:12:1288:978_1920x0_80_0_0_5e472dd5e88fc52a6669c7ca7efde008.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
საქართველოს ისტორიიდან , საქართველოს სიამაყე, წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
საქართველოს ისტორიიდან , საქართველოს სიამაყე, წასაკითხი ამბები, საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
იმპერიის ჯარს შელეწილი ხალდე, ანუ ამბავი ვერგატეხილი სვანური სოფლისა
18:23 23.06.2023 (განახლებულია: 21:49 23.06.2023) უძველესი დროიდან მოყოლებული, ბალსზემო სვანეთი, ანუ თავისუფალი სვანეთი ერთადერთი ადგილი იყო კავკასიაში, რომელსაც არც ბატონი ჰყოლია და არც გადასახადს უხდიდა ვინმეს.
ვინ აღარ შეეცადა ამ მიწა-წყლის ხელში ჩაგდებას — რომაელები, ბიზანტიელები თუ სპარსელები, მაგრამ ყველას ხელი მოეცარა.
ბალსზემო სვანეთზე გავლენა ვერც სვანმა დიდმა ერისთავებმა — ვარდანისძეებმა, გელოვანებმა და დადეშქელიანებმა მოიპოვეს, მათი ყველა მცდელობა საბოლოო ჯამში კრახით მთავრდებოდა.
ასე მოვიდა თავისუფალი სვანეთი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. კავკასიაში რუსეთის გაბატონებისა და იმპერიული სტრუქტურების ამოქმედების შემდეგ ჯერი თავისუფალ სვანეთზეც მიდგა.
1875 წლის მაისში ბალსზემო სვანეთში მიწების აღწერა დაიწყეს და გადასახადები დააწესეს. ადგილობრივებისგან საძოვრების ხაზინისთვის გადაცემაც მოითხოვეს და დაბეგვრის მიზნით მსხვილფეხა პირუტყვიც აღწერეს.
ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სვანეთში, რაც ჯერ მღელვარებაში, ბოლოს კი აჯანყებაში გადაიზარდა. 1875 წლის ივლისში ბალსზემო სვანეთის მკვიდრმა 2 ათასამდე შეიარაღებულმა მამაკაცმა შალიანის ხატზე სვანური წესით დაიფიცა – თუ მეფის რუსეთი უკან არ დაიხევს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთო.
კვირიკეს სალოცავთან შეკრებილი სვანებისთვის ყასბულათ შერვაშიძეს ასე მიუმართავს:
„ჩემზე მოხუცნი ურევია ამ ყრილობას და ისინი ჩემზე უკეთ იტყვიან, რომ ვისაც ჩვენი დამონება და ხელში ჩაგდება მოუნდომებია, ყველანი ჩვენი მსხვერპლნი გამხდარან. სვანეთის სალოცავმა გვაშოროს, რომ თოფი და ხანჯალი დაგვჭირდეს ახლაც. ხმა დადის, ჩვენი მიწების დაბეგვრა უნდათო. თუ ეს მართალი გამოდგა, მაშინ სიცოცხლის პირი არა გვაქვს და მუდამ წვალებას ის გვირჩევნია, ერთ დღეს გავთავდეთ!“
სვანები თავდაპირველად შეეცადნენ თოფ-ხანჯლის გარეშე, უსისხლოდ მოეგვარებინათ საქმე და გუბერნატორთან მოსალაპარაკებლად წარმომადგენლები გაგზავნეს. მაგრამ ჯანყის 13 მოთავე ქუთაისში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს, ხოლო სამზე ძებნა გამოაცხადეს. ძებნილებიდან ორნი — ომარ გასვიანი და ჩაგელ ჯოხაძე ხალდელები იყვნენ.
ძებნილების დასაპატიმრებლად და ურჩთა დასასჯელად დიდი ჯარი მიადგა ქვემო სვანეთის კარიბჭეს. ლეჩხუმის მაზრის უფროსმა გრინევსკიმ მოლაპარაკება გადაწყვიტა სვანებთან და ჯერ სოფელ ლალხორში მივიდა მხლებლებთან ერთად, მერე კი ბეჩოში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აჯანყებულებს პირობა მისცეს, მთავრობა არც ახალ გადასახადებს შემოიღებს და არც სამხედრო ვალდებულებს დაგაკისრებთო.
დაპირებამ გაჭრა და აჯანყებულებმა გზა მისცეს ხელისუფალთ, მაგრამ ამ უკანასკნელებმა მოლაპარაკების პირობები „დაივიწყეს“ და ბუნტის მოთავეები შეიპყრეს. დატუსაღებული თავკაცები ქუთაისის საპატიმროში გამოამწყვდიეს. მათ შორის იყვნენ თემის მახვშები — ყასბულათ შერვაშიძე და გინადრუყ ფარჯიანი, რომელთაც სიცოცხლის ფასად დაუჯდათ საკუთარი ხალხის გვერდით დგომა.
ამის შემდეგ, 1 აგვისტოს სოფელ ხალდეს ჯარი და მილიცია მიადგა. გრინევსკი პირადად ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ექსპედიციას. ჯარის ერთი ნაწილი ხალდეში გაიშალა, მეორემ კი ალყაში მოაქცია სოფელი. უხუცესებმა მშვიდობიანად მორიგება სცადეს, მომხდურებს განუცხადეს, ვისაც ეძებთ, ისინი სოფელში არ არიან, ყარაჩაეთის მთებში გაიხიზნენო, მაგრამ არ დაუჯერეს.
მაშინ შეიარაღებულმა ხალდელებმა თავის დაცვა გადაწყვიტეს და კოშკებში შეიხიზნენ. მაგრამ ორ ძმას – გეგი და გიერგ გასვიანებს კოშკებამდე მისვლა დაუგვიანდათ. მაიორმა ლეუსმა რვა ჯარისკაცს მათი შეპყრობა უბრძანა. ერთი ძმა მალევე ააგეს ხიშტებზე სალდათებმა, მეორემ კი ხანჯალი იშიშვლა და სამი მათგანი გაისტუმრა საიქიოს, ვიდრე მეოთხე იმსხვერპლებდა.
ამ ყველაფერს ხალდელები კოშკებიდან ხედავდნენ და, ბუნებრივია, პასუხმაც არ დააყოვნა. გასვიანებისა და ჩეგიანების კოშკებიდან თოფებმა იქუხა. ბადრი, შავხან და ბუღა გასვიანებმა მაიორი ლეუსი მოკლეს, ხოლო ბოქაული მიქელაძე დაჭრეს. მერე მაზრის უფროსი გრინევსკიც ამოიღეს მიზანში, მაგრამ თავი გამოიდო კალის თემის მამასახლისმა მარგველანმა, ცოცხალ ფარად დაუდგა მაზრის უფროსს და მისკენ გასროლილ ტყვიას შეუშვირა მკერდი.
გასვიანებისა და ჩეგიანების კოშკებიდან დაქუხებულ თოფებს მალე სხვა კოშკებიდანაც გამოეხმაურნენ. თორმეტივე კოშკიდან დაიწყო სროლა. ორი კაცი დაიღუპა, ცხრა დაიჭრა. ხალდელებმა შეძლეს თავის დაცვა და შეღამებულზე სადამსჯელო რაზმმა ლალხორალში გადაინაცვლა.
მაზრის უფროსი გრინევსკი ხალდეში ჩეგიანების ტყვიას კი გადაურჩა, მაგრამ იმავე ღამით გასვიანებმა აუგეს წერა.
გრინევსკიმ, დაჭრილმა ბოქაულმა მიქელაძემ, ექიმმა ბელსკიმ, მღვდელმა ბაქრაძემ (რომელიც გრინევსკიმ ხალდელებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა მანამდე) და კიდევ ორმა სხვამ ესპინე ჯოხაძის ოჯახს შეაფარეს თავი. სწორედ იქ მოუწყვეს ხოცვა-ჟლეტა მათ გეგი და გიერგ გასვიანების ძმამ ბუღამ და ბიძაშვილმა ჩოფამ. მხოლოდ მღვდელი ბაქრაძე გადარჩენილა ცოცხალი, ძლივს ჩაუღწევია ქუთაისამდე.
ხალდელებმა დახოცილი მომხდურები დაასაფლავეს, ცოლ-შვილი კი ნათესავებში გახიზნეს. გადამწყვეტი ბრძოლისთვის დაიწყეს მზადება, იცოდნენ, უპასუხოდ რომ არ ჩაივლიდა მომხდარი.
ასეც გამოდგა. კავკასიის მეფისნაცვლის ადმინისტრაციამ სვანეთში სასწრაფოდ გაგზავნა დიდი სამხედრო ძალა — საველე ლაზარეთით, სამხედრო აღალით, ერთი თვის სამყოფი სურსათ-სანოვაგითა და საომარი აღჭურვილობით. მიზანი: ხალდეს პირწმინდად განადგურება, ყველა სულდგმულის ამოხოცვა.
ასე სურდათ სირცხვილის ჩამორეცხვა მეფისნაცვალს მიხეილ ნიკოლოზის ძესა და ქუთაისის გუბერნატორს, რომელთა რეპუტაციაც ფრიად შელახა ხალდეში განცდილმა მარცხმა. თანაც, სანამ სვანეთში დატრიალებული ამბები პეტერბურგამდე მიაღწევდა, მანამდე სურდათ აჯანყების ჩახშობა.
19 აგვისტოს ალექსანდრეპოლის ქვეითი პოლკის ოთხმა ასეულმა, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორმა რაზმმა, საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეულმა, მესანგრეთა ასეულმა, გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმებმა, რომელთაც გენერალი ციტოვიჩი ხელმძღვანელობდა, ლატფარის უღელტეხილი გადალახეს და ურჩი ხალდეს სანახებს მიადგნენ. იქ მათ თავად თენგიზ დადეშქელიანის რაზმი დახვდათ, რომელსაც სამთავრობო ძალების დახმარება გადაეწყვიტა.
ჯარი მიჯვრიშის სახელით ცნობილ ადგილზე განლაგდა, საიდანაც ხელის გულივით ჩანდა მთელი სოფელი. იქვე მოაწყვეს მოედანი ქვემეხებისთვის. ბრძოლის დაწყებამდე მტერმა ხალდელებს მოციქულები გაუგზავნა და დანებება მოსთხოვა. მაგრამ სვანებმა ულტიმატუმი არ მიიღეს...
და დაიწყო ბრძოლა. 21 აგვისტოს ჯარმა ხალდეს სამი მხრიდან შეუტია, მაგრამ ვერას გახდა. მეორე დღეს ჩეგიანების კოშკიდან გასროლილმა ტყვიამ ერთ ყველაზე გამორჩეულ მეზარბაზნეს უწია და შუბლი გაუგლიჯა. გენერალმა ციტოვიჩმა მის ნაცვლად ქვემეხს ვინმე თავაძე და გოლეთიანი მიუჩინა, მათ გადააბარა ხალდეს საარტილერიო ცეცხლში გახვევა. მაგრამ, კაცმა არ უწყის, არ იცოდნენ თუ არ უნდოდათ, ჭურვებს ირიბად ისროდნენ. შეუმჩნევია ციტოვიჩს ფუჭი სროლები და ადგილზე დაუხოცავს თავაძე და გოლეთიანი.
ხალდელებმა გადაწყვიტეს, რომ მეზარბაზნეების ხოცვას ქვემეხების მწყობრიდან გამოყვანა სჯობდა და თავი გადადეს გურმაჩ, კაციანე და ბადრი გასვიანებმა, ჩარგაზ და ჯოხან ჯოხაძეებმა და გიორგი ჩოფლიანმა. შეუმჩნევლად შეაღწიეს მომხდურთა შუაგულში და იარაღი იშიშვლეს. სამი ჯარისკაცი მოკლეს, ოთხი დაჭრეს, მაგრამ ქვემეხებს კი ვერაფერი ავნეს.
კიდევ რამდენიმე დღე იყო ხალდე გახვეული საარტილერიო ცეცხლში. ალყა უფრო და უფრო დავიწროვდა...
სამთავრობო ჯარი გადამწყვეტ იერიშზე 26 აგვისტოს გადავიდა და სოფელში შეიჭრა. ადვილი არ გამოდგა სვანური კოშკ-მურყვანების გადალახვა, მაგრამ ურჩ ხალდელებს ტყვია-წამალი ელეოდათ უკვე და ამიტომ ალყის გარღვევა გადაწყვიტეს. ერთმა ნაწილმა მოახერხა კიდეც სამშვიდობოს გასვლა და მყინვარებისთვის თავის შეფარება.
მაგრამ ფეხდაფეხ მიჰყვა თენგიზ დადეშქელიანის რაზმი ხალდელ ვაჟკაცებს, მყინვარებში მოიმწყვდია ისინი. მაშინ გოგი ჩეგიანს უთქვამს თანასოფლელებისთვის, აქ მაინც სიკვდილი გვიწერია, უკანასკნელად გავითბოთ სისხლი და ალყა გავარღვიოთო.
დაუმტვრევიათ მუჯირები (რკინაწამოცმული ხე მთაში სასიარულოდ) და ცეცხლი დაუნთიათ. შემთბარან გათოშილები, საძრაობის უნარი დაუბრუნებიათ და ჯიქურ გამოურღვევიათ ალყა. წინ მულახელები დახვედრიან ხალდელებს, მშვიდობიანად გაუტარებიათ თანამოძმენი და მათაც მოუხერხებიათ გაქცევა.
მდევარმა ვერაგობას მიმართა. ლტოლვილთა ცოლ-შვილი შეიპყრეს და გაქცეულებს დაემუქრნენ, ერთიანად ამოვხოცავთ ყველას, თუ არ ჩაგვბარდებითო. და მყინვარებს შეფარული 22 სვანი ვაჟკაცი გუბერნატორთან ჩასულა, ეზოში მდგარ ნაძვზე თოფები გადაუმტვრევიათ და „გაულ გავხეს“ სიმღერით ჩაბარებიან მთავრობას...
ხალდეში მხოლოდ რამდენიმე მოხუციღა დარჩენილა. ერთ-ერთ კოშკში გამაგრებულან და დროდადრო ცეცხლს უხსნიდნენ სალდათებს. ჯარისკაცები დანებებას მოითხოვდნენ, მაგრამ იოლი არ იყო მხცოვანი სვანების ან შეშინება და ან დაყოლიება. საბოლოოდ ქვემეხებით შეანგრის კოშკი და ნანგრევებში დაიმარხნენ მოხუცები. მერე სხვა კოშკებიც მიწასთან გაასწორეს და გენერალმა ციტოვიჩმა მეფისნაცვალს უპატაკა:
„სოფელი ხალდე აღებულია და მიწასთან გასწორებული... აჯანყების ბუდე ლიკვიდირებულია“.
იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბრძანებით ხალდეში დასახლება აკრძალეს. გადარჩენილები ნათესავებს შეეხიზნენ ქვემო და ზემო სვანეთის სოფლებში. მათ მხოლოდ 1880 წელს მისცეს უფლება, სისხლისგან დაწრეტილ კერებს დაბრუნებოდნენ... ოღონდ არა ხალდეში, არამედ ახალ იფრარში — ასე შეეცალათ სახელი ოდესღაც თავისუფალი, მძიმე ბრძოლაგადახდილი, მაგრამ მაინც ვერგატეხილი სვანური სოფლისთვის.