SputnikPro-ს მასტერ-კლასი: რა ისწავლეს ჟურნალისტებმა
22:19 23.06.2023 (განახლებულია: 22:57 23.06.2023)
© photo: Sputnik / Vitaliy BelousovSputnik Pro
© photo: Sputnik / Vitaliy Belousov
გამოწერა
მიხაილ ვორობიოვი
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის პროექტების კოორდინატორმა ნინო სკვორცოვამ და თავისუფალმა ჟურნალისტმა მაია ხვედელიძემ მონაწილეობა მიიღეს მასტერ-კლასების მეორე სერიაში "SputnikPro ზუბოვსკიზე", რომელიც გასულ კვირას გაიმართა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში.
ტაჯიკ, ყაზახ, მოლდოველ, ყირგიზ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მათ მიეცათ შესაძლებლობა, დარგის მოწინავე პრაქტიკას გასცნობოდნენ.
მონაწილეებმა დაათვალიერეს მედიაჯგუფის შენობა ზუბოვსკის ბულვარზე. ნახეს, როგორ მუშაობს სააგენტოს მრავალეროვნული პერსონალი თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ოფისებში.
© photo: Sputnik / Sputnik / Vitaliy Belousovნინო სკვორცოვა მასტერ-კლასზე
ნინო სკვორცოვა მასტერ-კლასზე
© photo: Sputnik / Sputnik / Vitaliy Belousov
ხუთი დღის განმავლობაში უცხოელმა კოლეგებმა ბევრი რამ შეიტყვეს Telegram-არხების შექმნისა და პოპულარიზაციის, სოციალურ ქსელებში გვერდების მართვის, ჟურნალისტიკაში ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენების პერსპექტივებზე და დრონების შესაძლებლობებზე, გაიფართოვეს ცოდნა ფოტოგრაფიაში.
„მინდა Telegram-არხი გავხსნა და გასაგებ ენაზე ვწერო პოლიტიკაზე, რათა ხალხმა უკეთ გაიგოს ის პროცესები, რომლებიც საქართველოში ხდება“, — განმარტა ნინო სკვორცოვამ.
მისი აზრით, ზოგი რუსული მედიის მასალები საქართველოს შესახებ ხშირად ზედაპირულია და მათ ავტორებს არასწორად ესმით ზოგიერთი პუნქტი.
„მაგალითად, ის, რომ საქართველოში ყველაფერს პარლამენტი და პრემიერი წყვეტს და არა პრეზიდენტი“, — დააზუსტა მან.
სამხედრო მიმომხილველმა ალექსანდრ ხროლენკომ განმარტა, რისგან შედგება ანალიტიკური მასალა და სპეციალიზებული წყაროების სია წარმოადგინა, საიდანაც სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მუშაობის პროცესში ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ასეთ თემებზე წერს, შეიძლება მარეგულირებელ ორგანოებს ან სპეცსამსახურებს კითხვები გაუჩნდეთ.
© photo: Sputnik / Vitaliy BelousovSputnik-ის ახლო აღმოსავლეთისა და ბალტიის ქვეყნების მულტიმედიური ცენტრების დირექტორი ანდრეი ბლაგოდირენკო Sputnik Pro-ს მასტე-კლასზე
Sputnik-ის ახლო აღმოსავლეთისა და ბალტიის ქვეყნების მულტიმედიური ცენტრების დირექტორი ანდრეი ბლაგოდირენკო Sputnik Pro-ს მასტე-კლასზე
© photo: Sputnik / Vitaliy Belousov
„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვანი აუდიოინტერვიუები და პირველადი წყაროების ბმულები არქივში შეინახოთ — სამუდამოდ", — ხაზგასმით აღნიშნა მან.
როგორც ნინო სკვორცოვამ აღნიშნა, ამ საკითხში ჟურნალისტს უნდა შეეძლოს დაიცვას ობიექტურობა და არ გაავრცელოს დეზინფორმაცია, ამავდროულად არ გასცეს სახელმწიფო საიდუმლოება, არ დააზიანოს გარკვეული ადამიანების უსაფრთხოება.
აუდიტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ლექცია ჟურნალისტიკაში ნეიროქსელების გამოყენების შესახებ. მარგარიტა ნეკრასოვამ, Sputnik-ის მულტიმედიური ცენტრების ხელმძღვანელმა ახლო საზღვარგარეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები წარმოადგინა.
© photo: Sputnik / Sputnik / Vitaliy Belousovმაია ხვედელიძე
მაია ხვედელიძე
© photo: Sputnik / Sputnik / Vitaliy Belousov
მან წამებში შექმნა ყურადღების მიმპყრობი სათაურები, გააკეთა ტექსტების მაღალი ხარისხის ასლები და სოციალური ქსელებისთვის მარტივი ენით დაწერილი პოსტები შექმნა.
აუდიტორიაზე შთაბეჭდილება მოახდინა, რომ პროგრამამ შეძლო საჭირო მასალების ასე სწრაფად და საკმაოდ კარგად გენერირება.
AI ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შექმნათ ორიგინალური სურათებიც. ნეკრასოვამ სტუმრებს აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამის გამოყენება სოციალური მედიის პოსტებში. მაგალითად, პოსტი აშშ-ის ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობის შესახებ „ჩრდილოეთის ნაკადების“ დივერსიაში შეიძლება გაფორმდეს იუმორისტული ფოტოსურათით, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მყვინთავის კოსტიუმი აცვია. ამ ამოცანის გადასაჭრელად AI-ს რამდენიმე წუთი დასჭირდა.
ამავდროულად, მარგარიტა ნეკრასოვამ აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ხელოვნურ ინტელექტს ზოგჯერ არასწორად ესმის მომხმარებლის მოთხოვნა და ვერ ახერხებს ირონიის გარჩევას სერიოზულად წარმოთქმული სიტყვებისგან.
© Sputnik / Vitaliy Belousov"SputnikPro ზუბოვსკიზე" - მასტერ-კლასი
"SputnikPro ზუბოვსკიზე" - მასტერ-კლასი
© Sputnik / Vitaliy Belousov
ბრაზილია-იაპონიის ომის შესახებ გამოგონილი სიუჟეტის მაგალითის გამოყენებით მან აჩვენა, რომ ტექნოლოგია ასევე შეიძლება იყოს დიდი რაოდენობის დამაჯერებელი ფეიკის წყარო.
სიტყვის დასასრულს ნეკრასოვამ გააქარწყლა შიში, რომ ჟურნალისტის პროფესიაზე მალე მოთხოვნა აღარ იქნება. მისი თქმით, მკითხველის წინაშე პასუხისმგებელ მედიას არ შეუძლია პროფესიონალი ჟურნალისტის მიერ შედეგის გადამოწმების გარეშე ახალი ამბების გენერირება, რადგან არსებობს სერიოზული რისკი, რომ შედეგად არასანდო ან დამახინჯებული ინფორმაცია მივიღოთ.
„ნეიროქსელების შესახებ პირველად გავიგე. ეს წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ ტექნოლოგია განვითარდება და ყველას ძალიან დაგვეხმარება", — აღნიშნა მაია ხვედელიძემ.
მისი აზრით, ნეიროქსელი ჟურნალისტს საშუალებას აძლევს, დააჩქაროს მასალის შექმნა და მეტი კონტენტი აწარმოოს.
მასტერ-კლასების სერიამ "SputnikPro ზუბოვსკიზე" მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, არა მხოლოდ ცოდნა მიეღოთ, არამედ გამოცდილებაც გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის.