შემოსავლები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerქალ–ვაჟი მობილური ტელეფონებით
ქალ–ვაჟი მობილური ტელეფონებით - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
აბონენტების რაოდენობით 2022 წელს ბაზრის 42% ეკუთვნოდა „მაგთიკომს“, 33% – „სილქნეტს“ და 25% – „ბილაინს“ (Cellfie).
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. შემოსავლებმა 2022 წელს საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე, რომელიც მიღებულია ავტორიზებული პირების მიერ, 1.469 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 200 მილიონით მეტია, განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.
რაც შეეხება მობილური კავშირის აბონენტებს, მათი რაოდენობა იყო 5,84 მილიონი. აქედან იურიდიული პირია 1,38 მლნ აბონენტი, ხოლო ფიზიკური პირი – 4,46 მლნ. საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 170%-ს შეადგენს.
ბექაურის განცხადებით, გასულ წელს კომისიამ ფიქსირებული და მობილური კავშირის ქსელების ოპერატორებისთვის ახალი წესები დააწესა.

„განახლებული წესებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მობილური ნომრის პორტირების განაცხადი დისტანციურად, სასურველი ოპერატორის სერვის-ცენტრში მისვლის გარეშე გააკეთონ და ახალი ოპერატორის სიმ-ბარათი ნებისმიერ მისამართზე მიიღონ“, – განაცხადა ბექაურმა.

აბონენტების რაოდენობით 2022 წელს ბაზრის 42% ეკუთვნოდა „მაგთიკომს“, 33% – „სილქნეტს“ და 25% – „ბილაინს“ (Cellfie), ხოლო ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი საშუალოდ (ARPU) 11,8 ლარი იყო.
ARPU-ს მაჩვენებელი – საშუალო შემოსავალი თვეში ერთ აბონენტზე გაანგარიშებით „მაგთიკომისთვის“ შეადგენდა 14,1 ლარს, „სილქნეტისთვის“ – 12,1 ლარს, ხოლო „ბილაინისთვის“ (Cellfie) – 7,7 ლარს.
ყველა ახალი ამბავი
0