საპატრიარქო ქაშვეთის ტაძართან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 21 ივნისს ქაშვეთთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 21 ივნისს ქაშვეთის ტაძრის ეზოში, სადაც იმ დროს მხოლოდ დარაჯი გოჩა ჭიჭიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, შევიდა აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც ითხოვდა ტაძრის კარის გაღებას. შემდეგ ის დარაჯის ოთახში შევიდა.
ვითარების განსამუხტად დარაჯმა სცადა მისი გარეთ გაყვანა. ამ დროს ტაძრის ჭიშკართან იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები. დარაჯმა მათ დახმარება სთხოვა, რის გამოც ზემოხსენებული ახალგაზრდა გაბრაზდა და დარაჯს თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა ახალგაზრდა დააკავეს, ხოლო დარაჯისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

„ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შედეგები გამოიწვია. გარკვეული პიროვნებებისთვის მსგავსი უარყოფითი პოლიტიკა აგრესიის წახალისებისა და უპატივცემულობის საფუძველი გახდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში გახშირდა ისეთი ფაქტები, როდესაც ცალკეული პირები შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, ბილწსიტყვაობენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ეკლესიის მსახურთ.
ყველა ახალი ამბავი
0