https://sputnik-georgia.com/20230623/papuasvilis-komentari-gvaramias-sewyalebaze-278888728.html
პაპუაშვილი: გვარამიას შეწყალების საკითხში ჩანს, საიდანაც მოდიოდა წნეხი
პაპუაშვილი: გვარამიას შეწყალების საკითხში ჩანს, საიდანაც მოდიოდა წნეხი
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, განმარტების გარეშე შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ზოგი დასავლელი პოლიტიკოსისა და... 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T21:18+0400
2023-06-23T21:18+0400
2023-06-23T22:34+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603515_131:314:1532:1102_1920x0_80_0_0_7239bb387ef31c48f4da95f06768a94d.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, განმარტების გარეშე შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ზოგი დასავლელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის განცხადებებს მიესადაგება და მიუთითებს, „თუ საიდან მოდიოდა წნეხი“, წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.მისი თქმით, გვარამიას პატიმრობა ამ დრომდე პოლარიზაციის მიზეზად სახელდებოდა, თუმცა სინამდვილეში ეს „მხოლოდ რადიკალიზაციის საბაბი იყო ოპოზიციისთვის“.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ახლა მათ, „ვისაც რეალური გავლენა აქვს“, უნდა ითავონ და ოპოზიცია დაარწმუნონ, რომ რადიკალურ დღის წესრიგზე უარი თქვან და „ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის გაუმჯობესების მიზნით მთავრობასთან ერთად იმუშაონ“.თუმცა, როგორც პაპუაშვილი წერს, დასავლეთის შუამავლობით მიღებული ეს შეწყალება პოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტის დიდ იმედს არ იძლევა, რის დასტურადაც გიგი უგულავასა და გიორგი რურუას შეწყალების ფაქტები მოჰყავს. მისი თქმით, მათ შეწყალებას „ძალიან ცოტა, ან სულაც არანაირი გავლენა არ ჰქონია პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებასა და ოპოზიციის რადიკალური მეთოდების უარყოფაზე“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0c/277603515_307:307:1368:1102_1920x0_80_0_0_3e7427e3b31150be8360e0dc478db1f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, განმარტების გარეშე შეეწყალებინა ნიკა გვარამია, ზოგი დასავლელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის განცხადებებს მიესადაგება და მიუთითებს, „თუ საიდან მოდიოდა წნეხი“, წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტების გარეშე შეიწყალა სამართლებრივად დადასტურებულ დანაშაულებში მსჯავრდებული ნიკა გვარამია. <...> დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი და დიპლომატი თავიანთ კომენტარებში მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ეს და გვარამიას მხარდასაჭერად გაკეთებული წინა განცხადებები თანხვედრაში მოდის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან და მიუთითებს იმაზე, თუ საიდან მოდიოდა წნეხი, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა“, — ნათქვამია პაპუაშვილის ტვიტში.
მისი თქმით, გვარამიას პატიმრობა ამ დრომდე პოლარიზაციის მიზეზად სახელდებოდა, თუმცა სინამდვილეში ეს „მხოლოდ რადიკალიზაციის საბაბი იყო ოპოზიციისთვის“.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ახლა მათ, „ვისაც რეალური გავლენა აქვს“, უნდა ითავონ და ოპოზიცია დაარწმუნონ, რომ რადიკალურ დღის წესრიგზე უარი თქვან და „ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის გაუმჯობესების მიზნით მთავრობასთან ერთად იმუშაონ“.
თუმცა, როგორც პაპუაშვილი წერს, დასავლეთის შუამავლობით მიღებული ეს შეწყალება პოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტის დიდ იმედს არ იძლევა, რის დასტურადაც გიგი უგულავასა და გიორგი რურუას შეწყალების ფაქტები მოჰყავს. მისი თქმით, მათ შეწყალებას „ძალიან ცოტა, ან სულაც არანაირი გავლენა არ ჰქონია პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებასა და ოპოზიციის რადიკალური მეთოდების უარყოფაზე“.