Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის 607 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს

© courtesy of Georgian Dream
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, წერს ადვოკატი ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში.

„რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“, – ნათქვამია კალანდაძის პოსტში.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ 2016 წლიდან გრძელდება. ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანზე, როდესაც ივანიშვილის ანგარიშებიდან 400 მლნ დოლარი გაქრა, მეორეში კი Credit Suisse-ის ორ ტრასტზე, რომლებმაც 2022 წლის 4 მარტიდან მოთხოვნილი ტრანზაქციების განხორციელებაზე უარი განაცხადეს.

„არაფორმალური სანქციები"

ივანიშვილის Credit Suisse-სთან ურთიერთობა 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ სამართლებრივ სივრცეს გასცდა და წმინდა პოლიტიკური ხასიათი შეიძინა. მარტიდან ივანიშვილს პრობლემები გაუჩნდა როგორც პირადი თანხების, ისე საკუთარი ხელოვნების ნიმუშებისა და საფრენი აპარატების მიღებასთან დაკავშირებით.
მაშინ დიდი ძალისხმევის შედეგად პრობლემების მცირე ნაწილი სასამართლოს გზით მოგვარდა. ივანიშვილს წვდომა მის ძირითად აქტივებზე ამ დრომდე შეზღუდული აქვს. საადვოკატო ბიურომ ამ მოვლენას „არაფორმალური სანქციები“ უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0