https://sputnik-georgia.com/20230623/badri-esebua-ganaceni-278884861.html
სასამართლომ ბადრი ესებუას განაჩენი გამოუტანა
სასამართლომ ბადრი ესებუას განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო... 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T18:33+0400
2023-06-23T18:33+0400
2023-06-23T21:56+0400
საქართველო
ახალი ამბები
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
კრიმინალი საქართველოში
ბადრი ესებუა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_97b76421de82f4956888053c8d063a39.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა.თავად ესებუა განაჩენს არ ეთანხმება, რის შესახებაც სასამართლო დარბაზის დატოვების დროს განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბანკზე თავდასხმის დღეს სახლში იყო, მიმალვა კი საფრთხის გამო გადაწყვიტა.აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა, ბრალდების მხარე კი წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ და მაქსიმალურ სასჯელს.გამოძიების მასალების თანახმად, შეიარაღებული ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ესებუამ 500 ათასი აშშ დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_205:0:2026:1366_1920x0_80_0_0_d84d6ba479e8d5c02e47f35273fe88fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ბადრი ესებუა
საქართველო, ახალი ამბები, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ბადრი ესებუა
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა.
თავად ესებუა განაჩენს არ ეთანხმება, რის შესახებაც სასამართლო დარბაზის დატოვების დროს განაცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბანკზე თავდასხმის დღეს სახლში იყო, მიმალვა კი საფრთხის გამო გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა, ბრალდების მხარე კი წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებულ ყველაზე მკაცრ და მაქსიმალურ სასჯელს.
გამოძიების მასალების თანახმად, შეიარაღებული ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ესებუამ 500 ათასი აშშ დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.