https://sputnik-georgia.com/20230623/antonovma-senati-spekulaciebsi-daadanasaula-278880645.html
აშშ-ში რუსეთის ელჩმა სენატი სპეკულაციებში დაადანაშაულა
აშშ-ში რუსეთის ელჩმა სენატი სპეკულაციებში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ამერიკელი სენატორების სპეკულაცია მოსკოვის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის უკრაინაში გამოყენების შესახებ დაძაბულობის... 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T19:57+0400
2023-06-23T19:57+0400
2023-07-20T15:52+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_0:53:3164:1833_1920x0_80_0_0_940df3a17dd77cb2414f753a6cc8bcfa.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ამერიკელი სენატორების სპეკულაცია მოსკოვის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის უკრაინაში გამოყენების შესახებ დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს, განაცხადა რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა.ხუთშაბათს კონგრესის ზედა პალატას წარედგინა რეზოლუცია, რომლის თანახმად, უკრაინაზე ბირთვული შეტევა ნატოზე თავდასხმად უნდა განიხილებოდეს.მან რეზოლუციას რუსოფობი ამერიკელი სენატორების მორიგი „გიჟური ინიციატივა“ უწოდა.ამასთან ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ასეთი იარაღი ბელარუსში კანონიერ საფუძვლებზე განათავსა.მისი ვარაუდით, ამერიკელი სენატორების ფრაზეოლოგიის მიღმა იმალება სურვილი, მოამზადონ მსოფლიო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციისთვის — „შეტენონ იქ ბინძური ბომბი“ და ინციდენტში რუსეთი დაადანაშაულონ.მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება თეორიულად შესაძლებელია, თუ სახელმწიფოს არსებობას, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_3f007d69fbdd4d9699a2b09d93b2444a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ-ში რუსეთის ელჩმა სენატი სპეკულაციებში დაადანაშაულა
19:57 23.06.2023 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ამერიკელი სენატორების სპეკულაცია მოსკოვის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის უკრაინაში გამოყენების შესახებ დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს, განაცხადა რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა.
ხუთშაბათს კონგრესის ზედა პალატას წარედგინა რეზოლუცია, რომლის თანახმად, უკრაინაზე ბირთვული შეტევა ნატოზე თავდასხმად უნდა განიხილებოდეს.
„რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ სპეკულაციები აბსურდულია. ამერიკელი კანონმდებლების პროვოკაციული და არაშორსმჭვრეტელური განცხადებები მხოლოდ ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციას და ზრდის სიტუაციის კიდევ უფრო საშიშ ხაზზე გადასვლის რისკს", — განაცხადა ანტონოვმა.
მან რეზოლუციას რუსოფობი ამერიკელი სენატორების მორიგი „გიჟური ინიციატივა“ უწოდა.
ამასთან ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ასეთი იარაღი ბელარუსში კანონიერ საფუძვლებზე განათავსა.
„ჩვენ არცერთი საერთაშორისო ვალდებულება არ დაგვირღვევია და ზუსტად ის გავაკეთეთ, რასაც ამერიკელები აკეთებდნენ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ევროპელი მოკავშირეების ტერიტორიებზე ბირთვულ ბომბებს ათავსებდნენ“, — განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი ვარაუდით, ამერიკელი სენატორების ფრაზეოლოგიის მიღმა იმალება სურვილი, მოამზადონ მსოფლიო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციისთვის — „შეტენონ იქ ბინძური ბომბი“ და ინციდენტში რუსეთი დაადანაშაულონ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება თეორიულად შესაძლებელია, თუ სახელმწიფოს არსებობას, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება.