https://sputnik-georgia.com/20230623/------278883136.html
როგორ გადანაწილდება რადიოსიხშირეები საქართველოში? მარეგულირებლის განმარტება
როგორ გადანაწილდება რადიოსიხშირეები საქართველოში? მარეგულირებლის განმარტება
Sputnik საქართველო
აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, განაცხადა კახა ბექაურმა. 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T17:39+0400
2023-06-23T17:39+0400
2023-06-23T21:37+0400
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23699/38/236993899_0:54:2500:1460_1920x0_80_0_0_1025bf0290b2956f57f92334c8a10d70.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა" მოიცავს სიხშირის ახალ დიაპაზონებს და ითვალისწინებს დამატებითი სიხშირის ხაზს ფიქსირებული უკაბელო ინტერნეტისთვის, ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის 5G ქსელების განვითარებისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.მარეგულირებლის ინფორმაციით, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის განახლების მიზანია მომხმარებლებისთვის ინოვაციური მომსახურების მიწოდება და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობა.განახლებული ეროვნული გეგმა მოიცავს ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის ახალი დიაპაზონების შესახებ ინფორმაციას, WI-FI-ს ფუნქციონირებისთვის დამატებით გათვალისწინებულია ახალი სიხშირული ზოლი, ასევე განისაზღვრა დიაპაზონები სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებისთვის და დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურების სახეობები.კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) მიღებული ფინალური აქტების მიხედვით, ასევე ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) და ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის (ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა.აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, განაცხადა ბექაურმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23699/38/236993899_197:0:2416:1664_1920x0_80_0_0_1f59344c64b96fece6c7d93f17f89601.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები , საზოგადოება, ახალი ამბები
როგორ გადანაწილდება რადიოსიხშირეები საქართველოში? მარეგულირებლის განმარტება
17:39 23.06.2023 (განახლებულია: 21:37 23.06.2023) აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, განაცხადა კახა ბექაურმა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა" მოიცავს სიხშირის ახალ დიაპაზონებს და ითვალისწინებს დამატებითი სიხშირის ხაზს ფიქსირებული უკაბელო ინტერნეტისთვის, ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის 5G ქსელების განვითარებისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.
მარეგულირებლის ინფორმაციით, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის განახლების მიზანია მომხმარებლებისთვის ინოვაციური მომსახურების მიწოდება და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობა.
„ეროვნული გეგმის განახლება ხელს შეუწყობს თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვას, ასევე ამოწურვადი რესურსის ეფექტიან გამოყენებას და მართვას“, – განაცხადა ბექაურმა.
განახლებული ეროვნული გეგმა მოიცავს ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის ახალი დიაპაზონების შესახებ ინფორმაციას, WI-FI-ს ფუნქციონირებისთვის დამატებით გათვალისწინებულია ახალი სიხშირული ზოლი, ასევე განისაზღვრა დიაპაზონები სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებისთვის და დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურების სახეობები.
კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) მიღებული ფინალური აქტების მიხედვით, ასევე ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) და ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის (ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა.
აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს ეყრდნობა, განაცხადა ბექაურმა.