https://sputnik-georgia.com/20230623/--------278882922.html
პარლამენტში შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება"
პარლამენტში შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება"
Sputnik საქართველო
დღეისათვის პარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი და 2 ფრაქციაა. 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T17:13+0400
2023-06-23T17:13+0400
2023-06-23T21:34+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270138354_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_08297d87b133ef992f526c2ff19efef8.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის – „თავისუფლების" შექმნას მხარი დაუჭირა.ახალ პოლიტიკურ ჯგუფში შედიან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ნატო და როსტომ ჩხეიძეები. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის რეგლამენტით არის დაშვებული.საქართველოს პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში „ნაცმოძრაობის" ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების კენჭისყრის გამო ატეხილი აჟიოტაჟი გახდა.პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.დღეისათვის პარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი და 2 ფრაქციაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270138354_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_2892f42c4bc20c057420e0a38c284370.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პარლამენტში შეიქმნება ახალი პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება"
17:13 23.06.2023 (განახლებულია: 21:34 23.06.2023) დღეისათვის პარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი და 2 ფრაქციაა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის – „თავისუფლების" შექმნას მხარი დაუჭირა.
ახალ პოლიტიკურ ჯგუფში შედიან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ნატო და როსტომ ჩხეიძეები. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნა პარლამენტის რეგლამენტით არის დაშვებული.
„პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატორებმა წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩვენ გვაქვს ფორმალური საფუძველი, რომ მხარი დავუჭიროთ ამ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნატო ჩხეიძემ 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში „ნაცმოძრაობის" ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების კენჭისყრის გამო ატეხილი აჟიოტაჟი გახდა.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.
დღეისათვის პარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფი და 2 ფრაქციაა.