https://sputnik-georgia.com/20230623/---------278881741.html
აფერა მილიონობით ლარზე: სააპელაციო სასამართლომ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა
აფერა მილიონობით ლარზე: სააპელაციო სასამართლომ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
თაღლითების მსხვერპლი გახდა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, რომლებმაც საერთო ჯამში 27,5 მლნ ლარი დაკარგეს. 23.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-23T16:50+0400
2023-06-23T16:50+0400
2023-06-23T21:32+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:172:1000:735_1920x0_80_0_0_5bf56f3e78768792537d86dd5b494e0a.jpg
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაც 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟა FOREX-ზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა მიუთითეს.ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება ნებისმიერ დროს.ამასთან, ბრალდებულები მოქალაქეებს ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებული იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები – შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია. მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა.რეალურად კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ხსენებულ კომპანიებს არ ეკისრებოდა და მათ მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა სრულად ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ.გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში პლატფორმა, სადაც დაზარალებულები ახორციელებდნენ ვაჭრობას და ასახული იყო მათი ვაჭრობის ისტორია, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სრულად გააუქმეს.პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში დაახლოებით 3 ათასმა მოქალაქემ კომპანიის ანგარიშებზე 27,5 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეიტანა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 12,7 მლნ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული თანხები მათთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც დივიდენდების და ხელფასების სახით მიიღეს 3.545.143 ლარის, 442.909,74 აშშ დოლარის და 27.370 ევროს შემოსავალი.თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:79:1000:829_1920x0_80_0_0_38a483ed49f7f66bcb72d5cd59c26d11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
აფერა მილიონობით ლარზე: სააპელაციო სასამართლომ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა
16:50 23.06.2023 (განახლებულია: 21:32 23.06.2023) თაღლითების მსხვერპლი გახდა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი, რომლებმაც საერთო ჯამში 27,5 მლნ ლარი დაკარგეს.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, რომელთაც 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟა FOREX-ზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა მიუთითეს.
ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება ნებისმიერ დროს.
ამასთან, ბრალდებულები მოქალაქეებს ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებული იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები – შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია. მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა.
რეალურად კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აღნიშნულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ხსენებულ კომპანიებს არ ეკისრებოდა და მათ მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა სრულად ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბერში პლატფორმა, სადაც დაზარალებულები ახორციელებდნენ ვაჭრობას და ასახული იყო მათი ვაჭრობის ისტორია, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სრულად გააუქმეს.
პროკურატურის მონაცემებით, 2014-2018 წლებში დაახლოებით 3 ათასმა მოქალაქემ კომპანიის ანგარიშებზე 27,5 მილიონ ლარზე მეტი თანხა შეიტანა, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 12,7 მლნ ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული თანხები მათთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც დივიდენდების და ხელფასების სახით მიიღეს 3.545.143 ლარის, 442.909,74 აშშ დოლარის და 27.370 ევროს შემოსავალი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.