ლავრენტიევი: აშშ სირიაში საკუთარ კონტინგენტს აძლიერებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. მოსკოვს აქვს მონაცემები, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს თავის სამხედრო კონტინგენტს სირიაში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში ალექსანდრ ლავრენტიევმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აძლიერებს სამხედრო კონტინგენტს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ასევე ალ-ტანფში, რომელიც მათ მიერ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უკანონოდ იყო ოკუპირებული“, — განაცხადა მან.

ლავრენტიევის თქმით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს „ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების გამკაცრებას უშუალოდ დამასკის მიმართ, ასევე იმის მცდელობებს, რომ შემდგომი დესტაბილიზაცია მოახდინონ სირიაში“.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები განაგრძობენ სირიაში საკუთარ ბაზებზე ექსტრემისტული და რადიკალური ელემენტების დამუშავებას შემდგომში უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე დივერსიული ტერორისტული აქტების მოსაწყობად.
მანამდე თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატები სირიაში მდებარე სამხედრო ბაზებს ამაგრებს. სირიული წყაროების თანახმად, ამერიკული კოლონა ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალებით სავსე სატვირთოებისა და ბენზინმზიდებისგან შედგებოდა და რუმეილანის, შედადისა და ტალბეიდერის რაიონებში განთავსებული ამერიკელი სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი.
ყველა ახალი ამბავი
0