https://sputnik-georgia.com/20230622/tarlitoba-tbilisis-ramis-klubsi-rva-pirs-brali-warudgines-278853992.html
თაღლითობა თბილისის ღამის კლუბში: რვა პირს ბრალი წარედგინა
თაღლითობა თბილისის ღამის კლუბში: რვა პირს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
თაღლითების მსხვერპლი რამდენიმე უცხოელი გახდა, მათ შორის ისრაელის, იორდანიისა და რუსეთის მოქალაქეები. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T19:30+0400
2023-06-22T19:30+0400
2023-06-28T12:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_600fae328370d2ee90c8ab9d8abac575.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ კლუბ „ნაის ქლაბის“ მფლობელებმა რ.მ.-მ და გ.ც.-მ ამავე კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად ტურისტების კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს.ბრალდებულები ტურისტებს ანგარიშსწორებისას სთხოვდნენ გადაეხადათ მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასური, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ზემოხსენებული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულად თანხას, მათ შორის, ისრაელის, იორდანიისა და რუსეთის 7 მოქალაქის კუთვნილ 1.600 ლარსა და 2.350 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, რა დროსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, დედაქალაქის ცენტრში მდებარე „ნაის ქლაბში“ 20-21 ივნისის ღამეს ჩატარდა.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/74/235827484_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_d6a3816edd47cc307fba71e26b1f43e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
თაღლითობა თბილისის ღამის კლუბში: რვა პირს ბრალი წარედგინა
19:30 22.06.2023 (განახლებულია: 12:11 28.06.2023) თაღლითების მსხვერპლი რამდენიმე უცხოელი გახდა, მათ შორის ისრაელის, იორდანიისა და რუსეთის მოქალაქეები.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ კლუბ „ნაის ქლაბის“ მფლობელებმა რ.მ.-მ და გ.ც.-მ ამავე კლუბის სამ თანამშრომელთან ერთად ტურისტების კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით ორგანიზებული ჯგუფი შექმნეს.
შემუშავებული გეგმის მიხედვით, ბრალდებულები შეუთანხმდნენ კერძო ტაქსის რამდენიმე მძღოლს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები კლუბში სპეციალურად მიჰყავდათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ტურისტებს არწმუნებდნენ, რომ მოუწევდათ მხოლოდ შესვლის საფასურის გადახდა და მათ უფასო სასმელით გაუმასპინძლდებოდნენ.
ბრალდებულები ტურისტებს ანგარიშსწორებისას სთხოვდნენ გადაეხადათ მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასური, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ზემოხსენებული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულად თანხას, მათ შორის, ისრაელის, იორდანიისა და რუსეთის 7 მოქალაქის კუთვნილ 1.600 ლარსა და 2.350 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სპეციალური საპოლიციო ღონისძიება, რა დროსაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, დედაქალაქის ცენტრში მდებარე „ნაის ქლაბში“ 20-21 ივნისის ღამეს ჩატარდა.