https://sputnik-georgia.com/20230622/saqartvelosi-borotmoqmedebma-ass-si-manqanis-sezenis-msurvelta-tanxebi-miitvises-278856075.html
საქართველოში ბოროტმოქმედებმა აშშ-ში მანქანის შეძენის მსურველთა თანხები მიითვისეს
საქართველოში ბოროტმოქმედებმა აშშ-ში მანქანის შეძენის მსურველთა თანხები მიითვისეს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, შსს აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდებისა და დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე პირების დადგენის მიზნით. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T20:43+0400
2023-06-22T20:43+0400
2023-06-22T22:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276922473_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_991f34eb84f29baa29353cde2cc04b81.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სამართალდამცველი უწყება ბრალდებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ქართრეიდის“ დილერმა და ამავე კომპანიის დირექტორებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან ჯამში 267,9 ათასზე მეტი აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად მხოლოდ 145,2 ათასი აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122,7 ათასზე მეტი აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.სამივე პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს.წყარო - პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/14/276922473_88:0:1908:1365_1920x0_80_0_0_2745799316ee69a4e23ad4c065f7cc53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
საქართველოში ბოროტმოქმედებმა აშშ-ში მანქანის შეძენის მსურველთა თანხები მიითვისეს
20:43 22.06.2023 (განახლებულია: 22:46 22.06.2023) უწყების ცნობით, შსს აგრძელებს გამოძიებას სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდებისა და დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე პირების დადგენის მიზნით.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველი უწყება ბრალდებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ქართრეიდის“ დილერმა და ამავე კომპანიის დირექტორებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილის შეძენის მსურველი 7 პირისგან ჯამში 267,9 ათასზე მეტი აშშ დოლარი მიიღეს, საიდანაც ავტომობილების შესაძენად მხოლოდ 145,2 ათასი აშშ დოლარი გადარიცხეს, ხოლო 122,7 ათასზე მეტი აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.
სამივე პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს.