https://sputnik-georgia.com/20230622/rikotze-saavtomobilo-mozraoba-ardga-278839149.html
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
Sputnik საქართველო
ტრანსპორტის გადაადგილება წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა შეაფერხა. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T13:34+0400
2023-06-22T13:34+0400
2023-06-22T19:54+0400
ტრანსპორტი საქართველოში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278832241_0:96:1024:672_1920x0_80_0_0_453b08932c49eb550f868b6345fd6a15.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი დღეს, დილით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 169-ე კილომეტრზე რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. ავტომობილების მოძრაობა ისევ დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება. კერძოდ, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებული იქნება ორმხრივად 23:00 საათიდან 05:00 საათამდე. რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა. რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი იცვლება>>ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 10 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანებისთვის. რიკოთის უღელტეხილი რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს. გზა რიკოთის უღელტეხილზე საკვანძოა. ის აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278832241_2:0:1023:766_1920x0_80_0_0_3e8c82acfb7854ecd3a23a128947b699.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
ტრანსპორტი საქართველოში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
13:34 22.06.2023 (განახლებულია: 19:54 22.06.2023) ტრანსპორტის გადაადგილება წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა შეაფერხა.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი დღეს, დილით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 169-ე კილომეტრზე რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა.
ავტომობილების მოძრაობა ისევ დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.
კერძოდ, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებული იქნება ორმხრივად 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა.
ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 10 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანებისთვის.
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
გზა რიკოთის უღელტეხილზე საკვანძოა. ის აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილია.