https://sputnik-georgia.com/20230622/laboratoriuli-xorci-amerikasi-278836737.html
აშშ-ში ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გაიცა
აშშ-ში ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცის გაყიდვის ნებართვა გაიცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლაბორატორიაში წარმოებული ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა, იუწყება სააგენტო... 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T11:25+0400
2023-06-22T11:25+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24618/49/246184989_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4d3aaa257e45629eb4983c0a745486f1.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლაბორატორიაში წარმოებული ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა, იუწყება სააგენტო Bloomberg.გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში ქათმის ხორცის წარმოებისა და კომერციული გაყიდვების უფლება ამ ეტაპზე ორმა კომპანიამ — Eat Just Inc.-მა და Upside Foods Inc-მა მიიღო.როგორც გამოცემა წერს, Eat Just-მა და Upside-მა ყველა ის წინააღმდეგობა გადალახეს, რომლებსაც ლაბორატორიული პროდუქტების გაყიდვაზე ნებართვის მიღების „რთულ გზაზე“ აწყდებოდნენ.არსებული ინფორმაციით, აშშ-ის სურსათისა და წამლის უსაფრთხოების სააგენტოს არ გამოუვლენია არანაირი უკუჩვენება საკვებად ამგვარი ხორცის გამოყენებასთან დაკავშირებით.გავრცელებული ცნობით, ლაბორატორიული ხორცი ცხოველური უჯრედების ნიმუშიდან მიიღება, რომელიც ფოლადის კონტეინერებში იკვებება და იზრდება.Upside Foods-ის ხელმძღვანელობამ ნებართვის მიღებას „ახდენილი ოცნება“ და „ახალი ერის დასაწყისი“ უწოდა.როგორც ცნობილი ხდება, Upside Foods და Good Meat ლაბორატორიულ ხორცს თავდაპირველად ძვირადღირებულ რესტორნებს მიაწვდიან. ხოლო წარმოების მოცულობის გაზრდის შემდეგ კულტივირებული ხორცი სუპერმარკეტებშიც გამოჩნდება.აღინიშნება, რომ აშშ მეორე ქვეყანაა სინგაპურის შემდეგ, სადაც კულტივირებული პროდუქტების წარმოება-გაყიდვაა ნებადართული. წყარო: Bloomberg
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24618/49/246184989_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_59bb76897b83b39a0aef87492c65e7f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლაბორატორიაში წარმოებული ხორცის გაყიდვის ნებართვა გასცა, იუწყება სააგენტო Bloomberg.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში ქათმის ხორცის წარმოებისა და კომერციული გაყიდვების უფლება ამ ეტაპზე ორმა კომპანიამ — Eat Just Inc.-მა და Upside Foods Inc-მა მიიღო.
როგორც გამოცემა წერს, Eat Just-მა და Upside-მა ყველა ის წინააღმდეგობა გადალახეს, რომლებსაც ლაბორატორიული პროდუქტების გაყიდვაზე ნებართვის მიღების „რთულ გზაზე“ აწყდებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ის სურსათისა და წამლის უსაფრთხოების სააგენტოს არ გამოუვლენია არანაირი უკუჩვენება საკვებად ამგვარი ხორცის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„სხვა საკითხია, მოისურვებენ თუ არა მყიდველები ლაბორატორიაში გამოზრდილი ქათმის ხორცის შეძენას“, — წერს გამოცემა.
გავრცელებული ცნობით, ლაბორატორიული ხორცი ცხოველური უჯრედების ნიმუშიდან მიიღება, რომელიც ფოლადის კონტეინერებში იკვებება და იზრდება.
Upside Foods-ის ხელმძღვანელობამ ნებართვის მიღებას „ახდენილი ოცნება“ და „ახალი ერის დასაწყისი“ უწოდა.
როგორც ცნობილი ხდება, Upside Foods და Good Meat ლაბორატორიულ ხორცს თავდაპირველად ძვირადღირებულ რესტორნებს მიაწვდიან. ხოლო წარმოების მოცულობის გაზრდის შემდეგ კულტივირებული ხორცი სუპერმარკეტებშიც გამოჩნდება.
აღინიშნება, რომ აშშ მეორე ქვეყანაა სინგაპურის შემდეგ, სადაც კულტივირებული პროდუქტების წარმოება-გაყიდვაა ნებადართული.