დავა კურილის კუნძულებზე: იაპონია მეორე მსოფლიო ომის შედეგებს არ ეგუება

CC BY 2.0 / Stefan Laketa / Japanese flagიაპონიის დროშა
იაპონიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. იაპონია არ ეგუება მეორე მსოფლიო ომის შედეგებს და კვლავაც აპროტესტებს მათ, განაცხადა იაპონიაში რუსეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი ოვეჩკომ.

„იაპონია ვერ შეეგუა მეორე მსოფლიო ომის შედეგებს და ისევ განაგრძობს დავას — უკანონო და მიუღებელი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას სამხრეთ კურილების მიმართ. ისტორიული სიმართლისთვის, მისი დღევანდელობაზე პროექციისთვის ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იმდროინდელი ნამდვილი გმირების ღვაწლი, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, გადავშალოთ მათი ცხოვრებისა და მათი უკვდავი ღვაწლის სულ ახალი და ახალი ფურცლები“, — განაცხადა ოვეჩკომ საბჭოთა მზვერავ რიხარდ ზორგეს საფლავზე ყვავილების მიტანის ცერემონიისას.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0