https://sputnik-georgia.com/20230622/fasinianma-rusetisa-da-saqartvelos-xelisuflebebs-madloba-gadauxada-278842735.html
ფაშინიანმა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს მადლობა გადაუხადა
ფაშინიანმა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს მადლობა გადაუხადა
ერთადერთი სახმელეთო გზა სომხეთიდან რუსეთისკენ საქართველოზე გადის. 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T14:51+0400
2023-06-22T14:51+0400
2023-06-22T20:19+0400
სომხეთი
რუსეთი
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263436889_0:110:3071:1838_1920x0_80_0_0_d045808da876936d1bba4a9772ece2ac.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობებს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“–„ყაზბეგის" მუშაობის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოების გამო მადლობა გადაუხადა, იუწყება Sputnik-სომხეთი. საკონტროლო პუნქტი „ყაზბეგი" – „ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტია. ამას გარდა, ის ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. რეკონსტრუქციის მორიგი ეტაპის შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისიდან "ზემო ლარსზე" 39 გამშვები ზოლი ფუნქციონირებს. სომხეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მადლობას უცხადებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს იმ თანმიმდევრულობისთვის, რომელიც მათ „ზემო ლარსის" რეკონსტრუქციის დროს გამოიჩინეს. ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ 2024 წლის ბოლომდე „ყაზბეგის" პუნქტზე ზოლების რაოდენობის 9-დან 15-მდე გაზრდა იგეგმება. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელში ჩატარებული კომპლექსური ზომების შედეგად საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის" გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზარდა – 665-დან 989-მდე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო დამატებითი ზოლების გამოყენების დაწყებასთან დაკავშირებით – პრაქტიკულად 1.200 სატვირთო ავტომობილამდე დღე-ღამეში. რეკონსტრუქციამდე სასაზღვრო ზოლი 170 სატვირთო ავტომობილის გაფორმებაზე იყო გათვლილი. როდის დასრულდება ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა?>>ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა. ამას გარდა, თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას ამჟამინდელი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
სომხეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263436889_16:0:2747:2048_1920x0_80_0_0_def48a016735a43c1b19d4cd8691be18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სომხეთი, რუსეთი, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
სომხეთი, რუსეთი, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
ფაშინიანმა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს მადლობა გადაუხადა
14:51 22.06.2023 (განახლებულია: 20:19 22.06.2023) ერთადერთი სახმელეთო გზა სომხეთიდან რუსეთისკენ საქართველოზე გადის.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობებს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“–„ყაზბეგის" მუშაობის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოების გამო მადლობა გადაუხადა, იუწყება
Sputnik-სომხეთი.
საკონტროლო პუნქტი „ყაზბეგი" – „ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტია. ამას გარდა, ის ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. რეკონსტრუქციის მორიგი ეტაპის შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისიდან "ზემო ლარსზე" 39 გამშვები ზოლი ფუნქციონირებს.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მადლობას უცხადებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს იმ თანმიმდევრულობისთვის, რომელიც მათ „ზემო ლარსის" რეკონსტრუქციის დროს გამოიჩინეს.
ფაშინიანმა მადლობა ასევე გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საზღვრის ქართულ მხარეს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის" გაფართოებისთვის, ასევე ქვეშეთი-კობის გვირაბის დაჩქარებული მშენებლობისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ე.წ. საქართველოს სამხედრო გზის გავლას.
ვიცე-პრემიერმა მგერ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ 2024 წლის ბოლომდე „ყაზბეგის" პუნქტზე ზოლების რაოდენობის 9-დან 15-მდე გაზრდა იგეგმება.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელში ჩატარებული კომპლექსური ზომების შედეგად საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის" გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზარდა – 665-დან 989-მდე სატრანსპორტო საშუალება, ხოლო დამატებითი ზოლების გამოყენების დაწყებასთან დაკავშირებით – პრაქტიკულად 1.200 სატვირთო ავტომობილამდე დღე-ღამეში. რეკონსტრუქციამდე სასაზღვრო ზოლი 170 სატვირთო ავტომობილის გაფორმებაზე იყო გათვლილი.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
ამას გარდა, თბილისი–სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას ამჟამინდელი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.