https://sputnik-georgia.com/20230622/dasavletma-putinis-fraza-xren-im-arasworad-gaigo-278845640.html
პესკოვი: დასავლეთში პუტინის ფრაზა хрен им სწორად გაიგეს
პესკოვი: დასავლეთში პუტინის ფრაზა хрен им სწორად გაიგეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ, მიუხედავად თარგმანის სირთულისა, დასავლეთმა სწორად გაიგო ვლადიმირ... 22.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-22T17:12+0400
2023-06-22T17:12+0400
2023-08-17T12:46+0400
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი
ვლადიმირ პუტინი
ხელშეკრულება new start
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267571469_799:569:1280:840_1920x0_80_0_0_465781aad4fc74d0428d8fc2b733d779.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ, მიუხედავად თარგმანის სირთულისა, დასავლეთმა სწორად გაიგო ვლადიმირ პუტინის ფრაზა хрен им, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დასავლეთის მოწოდებებს შეეხებოდა.ვლადიმირ პუტინმა აღნიშნული ფრაზა 16 ივნისს წარმოთქვა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს.მოგვიანებით კრემლმა განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უარს ამბობს აშშ-თან ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ დიალოგზე. დასავლურ მედიასაშუალებათა ნაწილმა ეს სიტყვები ახლო შინაარსის მქონე უხამს გამონათქვამად გადათარგმნა, ნაწილმა კი გამოიყენა ფრაზა the hell with them („ჯოჯოხეთშიც წასულან“).სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ღონისძიებების შესახებ ხელშეკრულებაში (START) მონაწილეობის შეჩერების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს გამოაცხადა. ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ოფიციალურად 2026 წლის თებერვალში ეწურება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267571469_197:70:1223:840_1920x0_80_0_0_3c1f5f0effb9941c79e063bdb7976b28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ვლადიმირ პუტინი, ხელშეკრულება new start, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ვლადიმირ პუტინი, ხელშეკრულება new start, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ, მიუხედავად თარგმანის სირთულისა, დასავლეთმა სწორად გაიგო ვლადიმირ პუტინის ფრაზა хрен им, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დასავლეთის მოწოდებებს შეეხებოდა.
„ინგლისურ ენაში არსებობს მთელი რიგი იდიომები, გამონათქვამები და ფრაზები, რომელთა სიტყვა სიტყვით თარგმნა რუსულად და პირიქით პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ნორმალური ლინგვისტური ფენომენია და ამაზე გამოკიდება საჭირო არ არის. მათ გაიგეს მთავარი მნიშვნელობა“, — განაცხადა პესკოვმა.
ვლადიმირ პუტინმა აღნიშნული ფრაზა 16 ივნისს წარმოთქვა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს.
„ჩვენ უფრო მეტი [ბირთვული] იარაღი გვაქვს, ვიდრე ნატოს ქვეყნებს. მათ იციან ამის შესახებ და მუდმივად გვარწმუნებენ, რომ მოლაპარაკება დავიწყოთ მათ შემცირებაზე. როგორც ჩვენი ხალხი ამბობს, Хрен им, გასაგებია?“ — განაცხადა მაშინ პუტინმა.
მოგვიანებით კრემლმა განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უარს ამბობს აშშ-თან ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ დიალოგზე. დასავლურ მედიასაშუალებათა ნაწილმა ეს სიტყვები ახლო შინაარსის მქონე უხამს გამონათქვამად გადათარგმნა, ნაწილმა კი გამოიყენა ფრაზა the hell with them („ჯოჯოხეთშიც წასულან“).
სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ღონისძიებების შესახებ ხელშეკრულებაში (START) მონაწილეობის შეჩერების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს გამოაცხადა. ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ოფიციალურად 2026 წლის თებერვალში ეწურება.