სიმსუქნეს ყველა სპორტი ვერ ებრძვის: მეცნიერებმა ხუთი ეფექტური სახეობა დაადგინეს
17:08 21.06.2023 (განახლებულია: 17:39 03.08.2023)
© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin
/ გამოწერა
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ტაივანელმა დიეტოლოგებმა და მედიკოსებმა მასშტაბური კვლევის შედაგად სპორტის ის ხუთი სახეობა გამოავლინეს, რომლებიც ყველაზე ეფექტურია ჭარბი წონის დასაკლებად. მათი კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ PLoS Genetics-შია გამოქვეყნებული.
როგორც ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა ვან-იუ ლინმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, სპორტის ყველა სახეობა ერთნაირად ეფექტური ვერ არის კალორიების დაწვის კუთხით.
ამ დასკვნამდე ისინი მას შემდეგ მივიდნენ, რაც 18 ათასი ტაივანელის ცხოვრება შეისწავლეს პროექტ Taiwan Biobank-ის ფარგლებში. კვლევის მონაწილეები, გარდა იმისა, რომ რეგულარულად გადიოდნენ სრულ სამედიცინო გამოკვლევას, ასევე დაწვრილებით უამბობდნენ ექიმებს საკუთარი ცხოვრების შესახებ – რას მიირთმევდნენ, როგორ აქტიურობდნენ და რა ჰობი ჰქონდათ.

ამ მონაცემების დეტალური ანალიზის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები ორ ჯგუფად დაჰყვეს ცუდი გენების „სიბევრის“ მიხედვით. ამის შემდეგ ექიმებმა გააანალიზეს, თუ როგორ მოქმედებდა მათი სხეულის მასის ინდექსზე, ცხიმის წილსა და სხვა მაჩვენებლებზე სპორტის სხვადასხვა სახეობა.
სულ მეცნიერებმა ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით სპორტის 18 სახეობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ გენების „ცუდი“ ვარიაციების მქონეებს აქედან მხოლოდ ხუთი სახეობა ეხმარებოდა: ერთი სასიკეთოდ მოქმედებდა გაცხიმოვნების ყველა ასპექტზე, ოთხი კი თრგუნავდა თუნდაც ერთ ასპექტს.

ეს ერთადერთი უნიკალური სახეობა სირბილი გამოდგა, დანარჩენი ოთხი კი – სპორტული სიარული, იოგა, სამთო ლაშქრობა და სპორტული ცეკვები.
სპორტის ისეთი სახეობები, როგორებიცაა ველორბოლა, ცურვა, ბადმინტონი, მაგიდის ჩოგბურთი და საცეკვაო ვიდეოთამაშები პრაქტიკულად ვერ ამცირებდა „ცუდი“ გენების ძალას და ვერ ეხმარებოდა ადამიანებს ზედმეტი წონის მოშორებაში.
„ცუდი გენები განაჩენი არ არის. მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე შეიძლება შემცირდეს, თუ ის სპორტის გარკვეული სახეობებით დაკავდება“, — ამბობს ვან-იუ ლინი.
ანუ, მეცნიერების თქმით, ზედმეტი მასის მოცილებას სპორტის ყველა სახეობა უწყობს ხელს, მაგრამ „ცუდი“ გენების მქონეებზე ეფექტურად ყველა მათგანი ვერ ზემოქმედებს.
ტაივანელი სწავლულები ირწმუნებიან, რომ დიეტოლოგებმა და თერაპევტებმა, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ პაციენტებს ჭარბი წონის დაკლებაში, ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
ტაივანელი სწავლულები ირწმუნებიან, რომ დიეტოლოგებმა და თერაპევტებმა, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ პაციენტებს ჭარბი წონის დაკლებაში, ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.